სკანდალი: პირველმა არხმა მეჩირაღდნეებს შორის ცნობილაძე არ დაასახელა

თბილისის ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დროს მეჩირაღდნეებს შორის კომენტატორი სანდრო ცნობილაძეც იყო. სათქმელია, რომ მეჩირაღდნეების ჩამოთვლისას ეთერში პირველმა არხმა ცნობილაძე არ დაასახელა, რის შესახებაც კომენტატორმა თავისი ფეისბუქის გერედზე დაწერა.

„პირველი არხის გამჭრიახობას საზღვარი არ აქვს. მეჩირაღდნეების ჩამონათვალიდან ამომიღო“, – დაწერა ცნობილაძემ.

untitled
შეგახსენებთ, რომ ცნობილაძე ივნისის დასაწყისში პირველი არხიდან პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან მატჩში დაშვებული შეცდომის გამო გაათავისუფლეს.