თურქულ შეკრებაზე დასრულდა თბილისის „დინამოს“ ბოლო, მეხუთე მოსამზდებელი მატჩი, რომელშიც „ლურჯ-თეთრები“ ლვოვის „კარპატის“ შეხვდნენ. მატჩი შედეგიანი ფრით, 3:3 დასრულდა.
არადა, პირველი ნახევარი „დინამოელთა“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა – 27-ე და 45-ე წუთებზე გოლები გიორიგი ქვილითაიამ გაიტანა. 63-ე წუთზე უკრაინულმა კლუბმა სხვაობა გუსტავო ბლანკოს გოლით შეამცირა, ცხრა წუთში კი საბა ლობჟანიძემ „დინამოს“ კვლავ 2-ბურთანი უპირატესობა დაუბრუნა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში თბილისელებმა უპირატესობა ხელიდან გაუშვეს – მე-80 და 90-ე წუთებზე, ქვილითაიას მსგავსად, დუბლი კარნოზამ შეასრულა.
ამრიგად, თურქულ შეკრებაზე უმაღლესი ლიგის გათამაშების ცხრილის ამჟამინდელმა ლიდერმა ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ფრედ მხოლოდ ერთი დაასრულა. შეგახსენებთ, რომ იურაი იარაბეკის ახალმა გუნდმა შეკრებაზე ხორვატული „სპლიტი (1:0), ბელორუსის „ბატე“ (2:0), ნოვი სადის „ვოივოდინა“ (2:1) და „სლოვან ლიბერეცი“ (5:2) დაამარცხა.
უმაღლესი ლიგის მეორე წრეს „დინამო“ 19 თებერვალს, თერჯოლის „საპოვნელასთან“ გასვლითი მატჩში დაიწყებს.