„დინამომ“ თურქული შეკრება წაუგებლად დაასრულა

თურქულ შეკრებაზე დასრულდა თბილისის „დინამოს“ ბოლო, მეხუთე მოსამზდებელი მატჩი, რომელშიც „ლურჯ-თეთრები“ ლვოვის „კარპატის“ შეხვდნენ. მატჩი შედეგიანი ფრით, 3:3 დასრულდა.

არადა, პირველი ნახევარი „დინამოელთა“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა – 27-ე და 45-ე წუთებზე გოლები გიორიგი ქვილითაიამ გაიტანა. 63-ე წუთზე უკრაინულმა კლუბმა სხვაობა გუსტავო ბლანკოს გოლით შეამცირა, ცხრა წუთში კი საბა ლობჟანიძემ „დინამოს“ კვლავ 2-ბურთანი უპირატესობა დაუბრუნა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში თბილისელებმა უპირატესობა ხელიდან გაუშვეს – მე-80 და 90-ე წუთებზე, ქვილითაიას მსგავსად, დუბლი კარნოზამ შეასრულა.

ამრიგად, თურქულ შეკრებაზე უმაღლესი ლიგის გათამაშების ცხრილის ამჟამინდელმა ლიდერმა ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ფრედ მხოლოდ ერთი დაასრულა. შეგახსენებთ, რომ იურაი იარაბეკის ახალმა გუნდმა შეკრებაზე ხორვატული „სპლიტი (1:0), ბელორუსის „ბატე“ (2:0), ნოვი სადის „ვოივოდინა“ (2:1) და „სლოვან ლიბერეცი“ (5:2) დაამარცხა.

უმაღლესი ლიგის მეორე წრეს „დინამო“ 19 თებერვალს, თერჯოლის „საპოვნელასთან“ გასვლითი მატჩში დაიწყებს.

„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ

მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთწლიანი იჯარით ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ამასთან დაკავშრებით თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელიც „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება – ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.

ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ – მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.

გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე“, – ნათქვამის განცხადებაში.

პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”