ფეხბურთს არაერთი დიდი მწვრთნელი ახსოვს, რომელსაც კარიერაში სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარმოგიდგენთ ასეთი მწვრთნელების კატეგორიიდან თერთმეტ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტს.
1. ბილ შენკლი „კარლაილის“, „გრიმსბის“, „უორკინგტონის“, „გადერსფილდისა“ და „ლივერპულის“ თავკაცი იყო. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო
2. 61 წლის მანუელ პელეგრინის ჯამში თერთმეტ კლუბთან უმუშავია. მისი მონაგარი თორმეტ მოგებულ ტიტულს შეადგენს
3. 70 წლის იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელი სპეციალისტი იმ თვრამეტ მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ ორჯერ მოიგო
4. რაფაელ ბენიტესი საკლუბო დონეზე მუშაობას აგრძელებს – ამჯერად მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა
5. უდო ლატეკი დორტმუნდის „ბორუსიას“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“, „კიოლნსა“ და „შალკეს“ თავკაცობდა. ჯამში ამ კლუბებთან ერთად მან 15 თასი მოიგო. ლატეკი მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
6. ბრაიან კლაფმა „ჰარტლპულთან“, „დერბისთან“, „ბრაიტონ ენდ ჰოუვთან“, „ლიდსთან“ და „ნოტინგემთან“ საერთო ჯამში 16 ტიტული მოიპოვა. კლაფი 2004 წელს გარდაიცვალა
7. არა თუ საკლუბო ფეხბურთითან, არამედ „არსენალიდან“ წასვლას არსენ ვენგერი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გეგმავს
8. 44 წლის ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ელის, შესაბამისად, მისი სანაკრებო დონეზე მუშაობა არ გამოირიცხება
9. 1996 წელს გარდაცვლილ ბობ პეისლის „ლივერპულთან“ ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტიტული აქვს მოგებული
10. 52 წლის ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან მოიგო. გვარდიოლას მსგავსად, მას, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთი სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწევს. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა აღიარა, რომ სიამოვნებით აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში იმუშავებდა
11. თავისი ცხოვრების 27 წელი ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიძღვნა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სერ ალექსის გაწვრთნილი ნაკრები… სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ