“ლივერპულმა” ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

“ლივერპულმა” ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ნახევარმცველი ალან როდრიგეს დე სოუზა გაიფორმა.

“დეილი მეილის” ინფორმაციით, მერსისაიდულმა გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 500 ათასი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

ბოლო დღეების განმავლობაში ალანი “ლივერპულში” ვარჯიშობდა და “ენფილდროუდელთა” სამწვრთნელო შტაბზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს გუნდში საყრდენი ნახევარმცველის დამატება სურდა და ალანს კონტრაქტი შესთავაზა.