მირჩა ლუჩესკუ “ზენიტის” მთავარი მწვრთნელია

მირჩა ლუჩესკუ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ მანამდე დონეცკის “შახტარს” თავკაცობდა. 70 წლის რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინული კლუბი 12-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში “შახტარმა” მისი ხელმძღვანელობით 573 მატჩი ჩაატარა და 22 ტიტული მოიგო.

მირჩა ლუჩესკუს თავკაცობის პერიოდში “შახტარი” რვაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ექვსჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, შვიდჯერ კი სუპერთასი დაისაკუთრა. 2009 წელს გუნდმა უეფას თასი მოიგო. რუმინელი სპეციალისტი რვაჯერ დასახელდა უკრაინის საუკეთესო მწვრთნელად.

მირჩა ლუჩესკუ როგორც პოსტზე მუშაობის ხანგრძლივობით, ასევე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “შახტარის” მწვრთნელებს შორის რეკორდსმენია.

მირჩა ლუჩესკუმ “შახტარი” დატოვა

მირჩა ლუჩესკუმ დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

რუმინელი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 2004 წლის მაისიდან თავკაცობდა. ამ 12 წლის განმავლობაში “შახტარმა” მისი ხელმძღვანელობით 573 მატჩი ჩაატარა და 22 ტიტული მოიგო.

მირჩა ლუჩესკუს თავკაცობის პერიოდში “შახტარი” რვაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ექვსჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, შვიდჯერ კი სუპერთასი დაისაკუთრა. 2009 წელს გუნდმა უეფას თასი მოიგო. რუმინელი სპეციალისტი რვაჯერ დასახელდა უკრაინის საუკეთესო მწვრთნელად.

მირჩა ლუჩესკუ როგორც პოსტზე მუშაობის ხანგრძლივობით, ასევე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “შახტარის” მწვრთნელებს შორის რეკორდსმენია.

“შახტარი” მირჩა ლუჩესკუს ძეგლს დაუდგამს

დონეცკის “შახტარი” “დონბას არენას” პარკში კლუბის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს იუბილესთან დაკავშირებით ძეგლს დაუდგამს.

ძეგლი პარკში მას შემდეგ დაიდგმება, რაც “შახტარი” დონეცკში დაბრუნდება.

ნამუშევრის ავტორი უკრაინელი მოქანდაკე იგორ გლუხენკი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ “შატხარს” 2004 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა 8-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 5-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, 2008/09 წლების სეზონში კი უეფას თასს დაეუფლა.

29 ივლისს ლუჩესკუს 70 წელი შეუსრულდა.