ლუჩესკუ: “დუგლას კოშტამ “ბაიერნი” “იუვენტუსში” უნდა გაცვალოს”

მირჩა ლუჩესკუმ მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელ ფეხბურთელს, დუგლას კოშტას კლუბის დატოვება ურჩია.

“დუგლას კოშტა დიდებული ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, მაგრამ მას ისეთი გარემო ესაჭიროება, რომელიც მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.

მე თუ მკითხავთ, მას “იუვეში” ვურჩევდი გადასვლას, რადგანაც სერია ა დღემდე ყველაზე რთულ ჩემპიონატად რჩება მსოფლიოში.

ბუნდესლიგაში ყველა გუნდი ერთნაირად თამაშობს, იტალიაში კი ასე არ არის. ამ მხრივ ეს ჩემპიონატი საკმაოდ მრავალფეროვანია,” – აცხადებს ლუჩესკუ.

აგენტი: “ოქრიაშვილმა ლუჩესკუზე შური იძია”

თორნიკე ოქრიაშვილის მიერ “ზენიტის” კარში გატანილ ბრწყინვალე გოლს ცნობილი რუსი საფეხბურთო აგენტი, ლეონიდ ისტრატიც გამოეხმაურა.

როგორც იცით, რუსული პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი გმირი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც მირჩა ლუჩესკუს მიერ გაწვრთნილი “ზენიტის” კარი მაკრატელა დარტყმით აიღო და გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.

“ოქრიაშვილის შურისძიება! “შახტარში” ყოფნისას ლუჩესკუმ ის დაიწუნა” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლუჩესკუ: “სინამდვილეში გვარდიოლა მოურინიოზე უფრო ამპარტავანია”

საქტ-პეტერბურგის “ზენიტის” გამოცდილი თავკაცი, მირჩა ლუჩესკუ საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც პეპ გვარდიოლა სინამდვილეში მოურინიოზე უფრო ამპარტავანია.

“მოურინიო ბრწყინვალე პიროვნებაა, მაგრამ ფეხბურთის ჩემებური გაგება აბსოლიტურად განსხავავებულია, რადგანაც მე შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას – ყველა ჩემმა გუნდმა გოლების რეკორდის დამხობა მოახერხა.

ისე ჩანს, თითქოს მოურინიო გვარდიოლაზე ამპარტავანია, თუმცა რეალობა ამის საპირისპიროა. თუმცა, ფაქტია, რომ ორივე მათგანი დიდებული სპეციალისტია.” – განაცხადა ლუჩესკუმ Dolce Sport-თან საუბრისას.

ლუჩესკუ: “ვიტსელი პოგბას გამოცდილი ვერსიაა”

“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ აქსელ ვიტსელი შეაქო. “შახტარის” ექს-თავკაცმა ბელგიელ ფეხბურთელის პოლ პოგბას გამოცდილი ვერსია უწოდა.

“მასსა და პოგბას შორის განსხვავებას მართლა ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს ასაკია. ყველამ ვნახეთ (ევრო 2016-ზე), რომ პოგბას გამოცდილება დააკლდა. ვიტსელს კი ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვს.

მას ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში. ამასთანავე, ვიტსელი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია და ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია. მას კლაუდიო მარკიზიოს ნაცვლადაც შეუძლია თამაში, ასე ის გუნდის შეტევით პოტენციალს გააძლიერებს.

აქსელს წასვლა უნდა, მაგრამ ის კარგი ადამიანია და კლუბისთვის პრობლემების შექმნას არ აპირებს. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ყველაფერი მესმის.

ჩვენ შესაძლოა მისი დარწმუნება მოვახერხოთ, რომ დარჩეს. ის ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.”

ლუჩესკუ: “ვიტსელს კლუბის დატოვება უნდა”

რუსული “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის ბელგიელი ნახევარმცველი რუსეთის დატოვებას აპირებს.

“აქსელმა კონტრაქტის შეწყვეტა გვთხოვა.” – განაცხადა “შახტარის” ყოფილმა თავკაცმა GazzaMercato-სთან საუბრისას.

“აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მე მისნაირი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ძალიან მჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მას კლუბის დატოვება უნდა.”

ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირების ყველაზე რეალური შანსი ამ დროისთვის ტურინულ “იუვენტუსს” აქვს.

Hurriyet: ლუჩესკუმ “ზენიტთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

“შახტარის” ყოფილმა თავკაცმა, მირჩა ლუჩესკუმ “ზენიტთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს.

როგორც თურქული წყარო ავრცელებს, 70 წლის რუმინელი სპეციალისტი ამ 3 წლის მანძილზე წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩესკუმ “შახტარი” 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამ დროის მანძილზე კი მან უკრაინულ გუნდთან ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა (მათ შორის ევროპის ლიგისაც).

მირჩა ლუჩესკუმ არაბიძე შეაქო

მოგეხსენებათ, დღეს დონეცკის „შახტარი“ უკრაინის თასის 1/8-ფინალურ მატჩში „ტერნოპოლს“ შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაში 17 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ 90 წუთი ითამაშა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მისი გამოსვლა შეაფასა.

„არაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც ვარჯიში უყვარს. თუ ის ასე მუშაობას გააგრძელებს, წარმატებას მიაღწევს. მთავარია, მან ჩვენს თამაშს გაუგოს და თანაგუნდელებთან შეთამაშდეს“, – აღნიშნა რუმინელმა სპეციალისტმა.

„რონალდუ სიმულაციისთვის პრიზს იმსახურებს“

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი გაიხსენა და მეტოქის ლდიერი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

„40 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვთამაშობდით, თუმცა „რეალთან“ ბურთს თანაბრად ვაკონტროლებდით. გოლის გატანის ხუთი შანსი გვქონდა. არამგონია, საგოლე მომენტი მხოლოდ ის იყოს, როდესაც ფეხბურთელი მეკარის მოედნიდან არტყამს. არაერთი კონტრშეტევა გვქონდა.

ალბათ, რონალდუს „Non-Fair Play“-ს პრემია უნდა გადაეცეს. მისი წაქცევის შემდეგ ის პენალტი დაინიშნა, რომელიც სინამდვილეში არ იყო. პენალტის გარდა, რონალდუს გამო სტეპანენკომ პირველი ყვითელი აბრათი მიიღო. ასევე პორტუგალიელმა ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ასევე არ ყოფილა.

სამწუხაროდ, დიდებული ფეხბურთელები გოლების გატანას ნებისმიერი მეთოდებით ცდილობენ. საპასუხო შეხვედრაში „რეალს“ აქ მოუთმენლად ველი. ჩემი მოთამაშეებისა და მათი ოსტატობის დონის მჯერა“, – განუცხადა რუმინელმა სპეციალისტმა „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

“შახტარი” მირჩა ლუჩესკუს ძეგლს დაუდგამს

დონეცკის “შახტარი” “დონბას არენას” პარკში კლუბის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს იუბილესთან დაკავშირებით ძეგლს დაუდგამს.

ძეგლი პარკში მას შემდეგ დაიდგმება, რაც “შახტარი” დონეცკში დაბრუნდება.

ნამუშევრის ავტორი უკრაინელი მოქანდაკე იგორ გლუხენკი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ “შატხარს” 2004 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა 8-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 5-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, 2008/09 წლების სეზონში კი უეფას თასს დაეუფლა.

29 ივლისს ლუჩესკუს 70 წელი შეუსრულდა.