ზიდანი: “გვინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ ექვსი თვე გვაქვს დასასვენებლად”

მადრიდის “რეალი” აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეეცდება წარმატების მიღწევას.

“თეთრების” დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს მარტივი ტურნირი არაა. წინა წელს საკმაო შრომის გაწევა მოგვიხდა იმისთვის, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. აქ ადვილი თამაშები არ არსებობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ “რეალი” ვართ, შეჯიბრების მოგება არ შეგვიძლია. დრო გვაქვს, რომ ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენი თავის გვჯერა – არანაირი შეყოვნებები, ბარიერები. კალენდარი ასეთია და ვისაც რა ტურნირზე ვუპირისპირდებით, ყველგან ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.”

“ნორმალურია, რომ სეზონის მიმდინარეობის მანძილზე რამდენჯერმე ადიხარ მაღლა და იძირები. თუმცა, რაც ბოლოს გავაკეთეთ, ეს ნამდვილად პოზიტიური რამ იყო. წელს ორი ტიტული მოვიგეთ და მესამის მოპოვებას ვეცდებით. ამის შემდეგ ექვსი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ,” – აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პირველ შეხვედრას 13 ნოემბერს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “ალ ჯაზირას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ალ ჯაზირამ“ მირკო ვუჩინიჩის დუბლის დახმარებით თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად „რკინიგზელთა“ მეტოქე საუდის არაბეთის „ალ ჯაზირა“ იყო, რომლის შემადგენლობაში ორი გამორჩეული მოთამაშე – ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი და თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გამოდის.

შეხვედრა „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

27-ე წუთზე ანგარიში ალი აბდულ მაბჰუთმა გახსნა. სამ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე ნახსენებმა ვუჩინიჩმა გაზარდა, რომელმაც თორმეტ წუთში დუბლის შეასრულა. პირველი ტაიმი „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ძირითადი დროის მხოლოდ 89-ე წუთზე შეიცვალა – „ლოკომოტივის“ მხრიდან პრესტიჟის გოლი შერმანდინ ართმელაძის პასის შემდეგ გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

„ლოკომოტივი“ – „ალ ჯაზირა“ 1:3

გოლები: კიკნაძე 89′ – მაბჰუთი 27′, ვუჩინიჩი 30′, 42′

„ლოკომოტივის“ შემადგენლობა: კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (62 გეთიაშვილი), მაკასარაშვილი (73 ხიდეშელი), დუმბაძე (73 ჩიტეიშვილი), ქიქავა (73 დიასამიძე), ღვინაშვილი, არველაძე (46 ჩიხლაძე), არდაზიშვილი (46 ართმელაძე), თექთურმანიძე (73 ბენაშვილი), ქანთარია (73 კიკნაძე)

დღეს „რკინიგზელები“ კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ, რომელშიც მათი მეტოქე თურქული „ესკისეჰირისპორი“ იქნება.