მომავალი სეზონიდან ფეხბურთში ახალი წესი ამოქმედდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებში მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი, ახალი წესი ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელმა გოლი სრული წესების დაცვით გაიტანა, მაგრამ დარტყმის დროს მისი თანაგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, გოლი ყველა შემთხვევაში გაუქმებულად ჩაითვლება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ სეზონში იყო ამგვარი წესი, მაგრამ გოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში უქმდებოდა, თუ თამაშგარეში მყოფი თანაგუნდელი მეკარეს რეაგირებაში უშლიდა ხელს.