მოსკოვის „დინამოს“ მცველი კრისტოფერ სამბა უახლოეს დროში „ტრაბზნოსპორთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
გამოცდილი ფეხბურთელი დღეს თურქული კლუბის გენერალურ მენეჯერთან სერჰატ ალტინჩისთან ერთად ტრაბზონში ჩავიდა, რათა ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ კლუბში 31 წლის მცველის ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. 2014/15 წლების სეზონში სამბამ რუსეთის პრემეირლიგის 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სათქმელია, რომ სამბას ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს – 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლის ის „ბლექბერნ როვერსის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.