“მილანმა” სუპერთასი მოიგო – “როსონერიმ” “ბებერ ქალბატონს” პენალტების სერიაში აჯობა (ვიდეო)

იტალიის სუპერთასის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის ჩემპიონი, “იუვენტუსი” და იტალიის თასის ფინალისტი (“იუვენტუსი” 1-0 “მილანი”) დაუპირისპირდნენ, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მატჩი ჯორჯო კიელინის გოლმა გახსნა, რასაც ნომინალურ სტუმართა მხრიდან ბონავენტურამ, ზუსტად 20 წუთში უპასუხა. მატჩის ძირითად დროში მეტი გოლი არც გასულა და შესაბამისად, ორი დამატებითი ტაიმის თამაში გახდა საჭირო.

მართალია, დამატებით ტაიმებში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის საკმაოდ რეალური შანსები, მაგრამ იტალიელებმა გამარჯვებულის ვინაობის ამოცნობა მაინც პენალტების სერიას მიანდეს.

პენალტების სერიაში კი გამარჯვება ახალგაზრდა ჯიჯის გუნდს დარჩა – 4:3.


“იუვენტუსი”: ჯიჯი ბუფონი; ალექს სანდრო (პატრის ევრა 33′), კიელინი, რუგანი, ლიხშტაინერი; ხედირა, მარკიზიო, სტურარო (ლემინა 79′); პიანიჩი (დიბალა 67′); იგუაინი, მანძუკიჩი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი”: ჯიჯი დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ბაკა, ბონავენტურა

მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: კიელინი 18′ – ბონავენტურა 38′


“იუვენტუსი” იტალიის სუპერთასის მფლობელია

დღეს, ჩინეთში, შანჰაიში, “შანჰაი სტადიუმზე” გაიმართა იტალიის სუპერთასის შეხვედრა “იუვენტუსსა” და რომის “ლაციოს” შორის. ბებერმა ქალბატონებმა ეს მატჩი 2-0 მოიგეს და ახალ სეზონში პირველ ტიტულზე დაუფლება შეძლეს.

“იუვენტუსი” 2-0 “ლაციო”

გოლი: მანჯუკიჩი ’69, დიბალა ’73

პრევიუ: “იუვენტუსი”-“ლაციო”

შაბათი, 8 აგვისტო, შანჰაი, “შანჰაი სტედიუმი”, 16:00 საათი, მსაჯი – ლუკა ბანტი.

სიცხე? – ეს ნორმალურია. იტალიაში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით ზაფხულში. ჯიჯი ბუფონი ხუმრობდა კიდეც, ჩინეთში ისეთი კლიმატია, აქ აუღებელ ბურთსაც აიღებო. ამით კი აქაურ ბრწყინვალე ამინდებში საუბრობდა. ზაფხულის მოსვლისთანავე, იტალიაში საშინელი სიცხეებია, რომლის გაძლებაც ძალიან რთულია.

კარლოს ტევესი “ბოკაში” დაბრუნდა, ანდრეა პირლომ იტალიას მიაშურა, პოლ პოგბაში 100 მილიონს იხდიან, ვიდალი “ბაიერნში” გასხვისდა. რაც შეეხებათ ტურინელებს, ზაფხულის აქტივობებში 92 მილიონი დახარჯეს. პაულო დიბალა ამ ზაფხულს სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა. ოფიციალური მატჩში დებიუტი დიბალასაც და მანჯუკიჩსაც დღეს ექნებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

30_logo “იუვენტუსი”                                                                        “ლაციო”32_logo

juv

ტრავმირებული: კიელინი, მორატა, ხედირა – ბრააფჰეიდი

დისკვალიფიცირებული: ლულიჩი, პაროლო

წინასიტყვაობა

wina

მასიმილიანო ალეგრი, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი

“როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელების წასვლა მათი არჩევანია. ოთხი წლის განმავლობაში, “იუვენტუსმა” ბევრი ტიტული მოიგო და ახლა ნულიდან ვიწყებთ. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რაც კარგია. წელს ჩვენთვის რტული იქნება, ვიდრე გასულ სეზონებში, მაგრამ თავშეკავება და მოთმინება გვმართებს. რაც შეეხება “ლაციოსთან” მატჩს, ეს იტალიის სუპერთასის მატჩია, რითიც ყველაფერი ნათქვამია”.

სტეფანო პიოლი, “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი

“ვიმედოვნებთ, რომ კარგი სეზონი გვექნება. აუცილებელია, სტარტი კარგი იყოს, რათა გამბედაობა, სიმამაცე და თავდაჯერებულობა სეზონის ბოლომდე გაგყვეს. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოსაგებად მზად ვართ. ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ”.

სტეფან ლიხშტაინერი, “იუვენტუსის” მცველი

“რა თქმა უნდა, ტევესის, პირლოსა და ვიდალის გარეშე რთული იქნება, მაგრამ წასულ ფეხბურთელებთან ბევრიც მოვიდა და გუნდში კვლავ საბრძოლო განწყობაა. არ ვაპირებთ მატჩის წინ დიდი განცხადებების კეთებას. “ლაციოსთან” შეხვედრის შემდეგ გრძელი სეზონი გველოდება და ამ მატჩში აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.

63574563363995

სტეფან დე ვრეი, “ლაციოს” მცველი

“თამაშისთვის მზად ვართ. ჩვენ ფინალში იტალიის ძლიერი გუნდი გვხვდება, მაგრამ ჩვენს საკმაოდ ძლიერები ვართ. “იუვენტუსმა” ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა და ეს შეიძლება, ჩვენი უპირატესობაც კი იყოს”.

ჯანლუიჯი ბუფონი, “იუვენტუსის” მეკარე

“ჩვენ სამი ან ოთხი მცველით ვითამაშებთ. საბოლოო შედეგზე არა სქემა, არამედ სხვა რამ იმოქმედებს. შანჰაის კლიმატი? იტალიაში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით ზაფხულში. გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, მოვიდა ბევრი ახალგაზრდა და წავიდნენ გამოცდილი მოთამაშეები. ეს შეიძლება არ იყოს საბაბი, მაგრამ იყოს პრობლემა”.

ფედერიკო მარკეტი, “ლაციოს” მეკარე

“ჩინეთში მატჩი ძალიან კარგი იდეა არის, რადგან იტალიაში ახალ ფეხბურთელებს კლიმატთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდებათ. ვფიქრობ, მატჩს ის მოიგებს და ტიტულს დაეუფლება, ვინც შექმნილ მომენტებს საუკეთესოდ გამოიყენებს”.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ur

სულ: 161 მატჩი, +80=42-39, 280:184

ბოლო 5 მატჩი:

20.05.2015, იტალიის თასის ფინალი. “იუვენტუსი” 2:1 “ლაციო” (კიელინი ’11, მატრი ’97 – რადუ ‘4)

18.04.2015, იტალიის სერია ა, 31 ტური. “იუვენტუსი” 2:0 “ლაციო” (ტევესი ’17, ბონუჩი ’28)

22.11.2014, იტალიის სერია ა, 12 ტური. “ლაციო” 0:3 “იუვენტუსი” (პოგბა ’24; ’64, ტევესი ’55)

25.01.2014 იტალიის სერია ა, 21 ტური. “ლაციო” 1:1 “იუვენტუსი” (კანდრევა ’27(პ) – ლორენტე ’60)

31.08.2013 იტალიის სერია ა, 2 ტური. “იუვენტუსი” 4:1 “ლაციო” (ვიდალი ’14; 26, ვუჩინიჩი ’49, ტევესი ’80 – კლოზე ’29)