“მანჩესტერ სიტი” და ოტამენდი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდენ. ახალი ხელშეკრულება 2022 წლამდე გაფორმდა და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ნიკოლას ოტამდენდი ქალაქელთა რიგებში 2015 წლის შემდეგ თამაშობს, ის მანჩესტერულ კლუბში “ვალენსიიდან” გადაბარგდა და მას შემდეგ “სიტის” რიგებში 115 მატჩი ჩაატარა. ცენტრალურმა მცველმა საიმედო თამაშის გარდა თავი 7 გატანილი გოლითაც გამოიჩინა. გასულ ზაფხულს არგენტინელის დამატებით მადრიდის “რეალი” ინტერესდებოდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხაებას ვერ მიაღწიეს.
29 წლის ცენტრალუმა მცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა “მანჩესტერ სიტის” რიგებში და 4 გოლით ერთ-ერთი საუკეთესო მცველია პრემიერ ლიგაში.