მიმდინარე სეზონის ბოლოს რამდენიმე ლეგენდარულმა ვეტერანმა კარიერა დაასრულა ან ბუცემის ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაფიქრდა. გთავაზობთ ასეთი კაპიტნების შვიდეულს.
ხავიერ ძანეტი
არგენტინის ნაკრების და “ინტერის” უცვლელი კაპიტანი. “ინტერის” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ უბერებელ 4 ნომერს ეკუთვნის. მილანური კლუბის ღირსებას ძანეტი 1995 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი, 5-ჯერ ჩემპიონატი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა.
რაიან გიგზი
ინგლისის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. ერთადერთი, ვისაც პრემიერლიგის ყველა სეზონში აქვს გატანილი. გასული სეზონის ბოლო ტურებიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსის მქონე რაიან გიგზი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლდო ერთ კლუბს, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესმახურებოდა. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით ბურუსითაა მოცული.
კლარენს ზეედორფი
“მილანის” ყოფილი კაპიტანი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი გუნდის შემადგენლობაში მოახერხა. ზეედორფმა კარიერა იანვარში დაასრულა. მისი სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული არ ყოფილა და ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა კლარენსი მილანურ კლუბში მუშაობას.
რაული
ყატარული “ალ-სადის” ფორვარდი 16 წელი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში რაული კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი გახდა. 10 წლის განმავლობაში წარმატებით იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას. სავარაუდოდ, რაული კარიერას წელს დაასრულებს, თუმცა უცხოურ პრესაში ამერიკული კლუბების ინტერესის შესახებ ბევრი იწერება.
ნუნუ გომეში
კიდევ ერტი კაპიტანი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ცნობილი პორტუგალიელი ფორვარდი ახლა “ბენფიკას” პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია. ლისაბონურ კლუბში გომეშს 292 მატჩი აქვს ჩატარებული.
ანტონიო დი ნატალე
“უდინეზეს” კაპიტანს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა ბოლო ტურამდე დი ნატალეს ფეხბურთისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. ანტონიოს აზრი შესაძლოა უკანასკნელ მატჩში გაფორმებულმა ჰეთ-თრიკმა შეაცვლევინოს. უდინეზეში დი ნატალე 2004 წლიდან თამაშობს და არც თუ ისე ძლიერი კლუბის ნამდვილი ლეგენდაა.
კარლეს პუიოლი
გამორჩეული მოთამაშე, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მშობლიურ “ბარსელონას” დაემშვიდობა და ახალი კლუბის ძიებამდე ტრავმის მკურნალობას შეუდგა. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში პუიოლის დებიუტი 1999 წელს შედგა. კარლესი ესპანეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო.