რაული: “რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბის” გაწვრთნაზე ოცნებობს.

“რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მწვრთნელობა გადავწყვიტე, კლუბის სტრუქტურაში ვმუშაობ და ვცდილობ, სერიოზული გამოწვევებისთვის მოვემზადო. დრო გვიჩვენებს, რამდენად იქნება ჩემი დახმარების საჭიროება. ახლა სამწვრთნელო საქმეს ვსწავლობ, სიამოვნებას ვიღებ და კლუბის განკარგულებაში ვარ”, – რაულის სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.

ესპანელმა კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესზეც:

“ჩავის სამწვრთნელო მონაცემები ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას საქმეები კარგად მისდის, კარგი აწმყო და მომავალი აქვს. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩავის აქვს ჟინი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ის კარგად იცნობს “ბარსელონას”, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩავის ყველაფერი გამოუვა”.

შეგახსენებთ, რომ რაული 2019 წლიდან “რეალის” სარეზერვო გუნდ “კასტილიას” წვრთნის.

ფლორენტინო პერესი რაულს გუნდის მწვრთნელობისთვის ამზადებს

მადრიდის “რეალი” მომდევნო ზიდანს ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ რაულ გონსალესს ჯერ არ შეუძლია საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება, პერესს სჯერა, რომ “ბლანკოსის” წარმატების გასაღები სწორედ მასში იმალება.

რაული სწორედ რომ ზიდანის კვალს მიჰყვება. “გალაქტიკოსის” შვიდი ნომერი უკვე ფლობს უეფას ა და ბ დონის ლიცენზიებს და უახლოეს მომავალში “რეალის” ახალგაზრდულ გუნდსაც ჩაიბარებს.

2016 წლის ივნისში ის ჯერაც არ იყო დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში:”მწვრთნელობა მინდა, მაგრამ შესაფერისი მომენტის დადგომას ველოდები.”

ასე რომ, რაული უკვე სწავლობს და აკვირდება მადრიდულ გრანდში მიმდინარე მოვლენებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ის ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულად მზად იქნება გუნდის ჩაბარებისთვის, ფლორენტინო პერესი “რაულის გეგმის” ამოქმედებას დაიწყებს.

ვალდანო: “როცა “რეალი” ჩავიბარე, რაულს “ატლეტიკოში” დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, ხორხე ვალდანო ყვება, რომ კლუბში მუშაობის პერიოდში “ბლანკოსის” ლეგენდას, რაულ გონსალეს ბლანკოს მადრიდული გრანდის დატოვება სურდა.

“როცა “რეალში” მივედი სამუშაოდ, რაული იქ უკვე ორი წელი თამაშობდა. რამონ მარტინესმა მითხრა, რომ მას გუნდის დატივება და “ატლეტიკოში” დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. მასთან მივედი და ამ საკითხზე ვესაუბრე. საბოლოოდ, დავარწმუნე, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა,” – ამბობს არგენტინელი.

რაულ გონსალესმა სწორედ “ატლეტიკოს” აკადემიაში დაიწყო ვარჯიში, თუმცა შემდეგ მან “რეალის” ასაკობრივ გუნდს მიაშურა.

რაული “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგება სათავეში

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები კვლავ აგრძელებენ ჩვეული სისტემით მუშაობას და კლუბის ახალგაზრდულ გუნდში კიდევ ერთი ლეგენდა დაასაქმეს – 40 წლის რაულ გონსალესმა 18-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

როგორც იცით, რაული მადრიდულ კლუბს 2017 წლის ივლისის თვეში დაუბრუნდა და მას შემდეგ ზედმიწევნით სწავლობდა ახალგაზრდული გუნდის მართვის მეთოდებს. ესპანელი სპეციალისტი მწვრთნელის პროფესიონალურ ლიცენზიას აპრილის თვეში მიიღებს.

რაც შეეხება რაულის, როგორც ფეხბურთელის კარიერას, მან “ბლანკოსის” რიგებში 16 წელი გაატარა (1994-2010) და კლუბის უკვდავ ლეგენდად იქცა.

მადრიდის “რეალის” ვარჯიშს რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ (ფოტო)

დღეს მადრიდის “რეალმა” აბუ დაბიში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გუნდი მინდორზე 24-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებს თუ არა ეს ორი ფეხბურთელი საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობას. “ბლანკოსის” აღნიშნულ საწვრთნელ პროცესს დღეს ორი ლეგენდარული მოთამაშე, რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ. მათ ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

რაულის შვილმა “რეალის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა

მადრიდის “რეალის” ლეგენდის, რაულ გონსალესის შვილმა, ხორხე გონსალესმა “ბლანკოსის” ახალგაზრდული კლუბის წინააღმდეგ ითამაშა.

უმცროსი ვაჟი ამჟამად South-East Kansas Soccer Academy-ში ირიცხება და იქ ცდილობს განვითარებას. აღნიშნული აკადემიის გუნდმა ესპანურ კლუბთან “ვალდებებასზე” გააგორა ბურთი. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე ხორხე.

საგულისხმოა, რომ რაულის შვილმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოც დადო, სათაურით: “ეს ის არაა სადაც მე ვარ, თუმცა ისაა, სადაც მინდა ვიყო.”

რაულმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლის 3 ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ლეგენდამ, რაულმა 2016 წლის ოქროს ბურთის გათამაშებაზე საუბრისას ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.

“ვფიქრობ წელს ოქროს ბურთს კრიშტიან რონალდუ მოიგებს. ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგებამ ეს წელი კრიშტიანუსი გახადა.

სავარაუდოდ სამეულში კრიშტიან რონალდუსთან ერთად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანიც შევლენ. მათი ტრიო ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

მას დიდებული ხასიათი გააჩნია, მას წარმატება სწყურია. რონალდუ ყველაზე მეტად საკუთარ თავს აკრიტიკებს. მას ყოველთვის საუკეთესო უნდა, ის ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, რონალდუ ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებს.”

“რეალმა” ანტირეკორდი გაიმეორა

დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.

სისინიო: “კასილასი “რეალის” გასახდელს აკონტროლებდა”

ბრაზილელიელმა ფეხბურთელმა, სისინიომ, რომელიც 2005-2007 წლებში “რეალის” შემადგენლობაში გამოდიოდა, ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კასილასი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე იყვნენ ისინი, ვინც გუნდის გასახდელში სიტუაციას აკონტროლებდნენ და ოპტიმალურ ატმოსფეროს ქმნიდნენ.

“მადრიდულ გუნდში 2005 წელს მივედი, კარლოსი მარცხენა პოზიციაზე იდგა, რამოსი ცენტრალური მცველის ადგილზე დგებოდა, ხოლო მე მარჯვენა მცველი ვიყავი. სალგადო მესამე ფეხბურთელი იყო, რომელიც უკანა ხაზის ცენტრში თამაშობდა. მას შეტევებში წასვლაც ევალებოდა ხოლმე.”

“კაპიტანი რაული იყო და მაშინ იკერს შეეძლო ვიცე-კაპიტნობა, მაგრამ ეს სტატუსი მან ნახსენებ სალგადოს გადასცა. სწორედ ეს ორი, ასევე, რაული, გუტი და კიდევ რამდენიმე იყვნენ ისინი, ვინც გასახდელში სიტუაციას აკონტროლებდნენ. ისინი გუნდში დადებით ატმოსფეროს შექმნაში დიდ როლს ასრულებდნენ. ეს სპორტსმენები გუნდის სული და გული იყვნენ და მათ გულშემატკივარმა მუდამ პატივი უნდა სცეს,” – განაცხადა 36 წლის ვეტერანმა.

რაული: “პოგბა ის ფეხბურთელია, რომელსაც “რეალი” დიდი სიამოვნებით დაიმატებდა”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რაულმა პოლ პოგბა შეაქო და აღნიშნა, რომ “ბლანკოსის” ხელმძღვანელები მას დიდი სიამოვნებით დაიმატებდნენ გუნდში, რომ არა შემაფერხებელი ფაქტორები.

“პოგბა ის ფეხბურთელია, რომელსაც “რეალი” დიდი სიამოვნებით დაიმატებდა – ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კლუბი.” – განუცხადა რაულმა As-ს.

“ფიზიკურად ის საკმაოდ კარგად გამოიყურება. პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ბევრს მუშაობს გუნდისა და სათამაშო სტილის გაძლიერების საკითხებზე.

მაგრამ, არსებობს ისეთი შემაფერხებელი ფაქტორებიც, როგორიც მაგალითად მისი ფასია.” – დაამატა ესპანელმა ლეგენდამ.

რაულმა ოცნების გუნდი შეადგინა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა სპეციალურად Daily Mail-ისათვის ოცნების გუნდი შეადგინა. რაულის რჩეულებს შორის, ძირითადად, ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვისაც მასთან ერთად უთამაშია.

საინტერესოა, რომ მეკარეებიდან ესპალმა მანუელ ნოიერი გამოარჩია, რამაც ბევრის გაკვირვება გამოიწვია.

მეკარე: მანუელ ნოიერი;

მცველები: კაფუ, ფერნანდო იერო, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი;

ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, ფერნანდო რედონდო, რაიან გიგზი;

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ.

რაული ესპანეთის ნაკრებს უთავკაცებდა

ესპანეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელი რაული აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ესპანეთი ნაკრების თავკაცად დანიშვნას იმედოვნებს.

„ახლა ესპანეთში დაბრუნების დრო არაა. ვნახოთ, ყველაფერი როგორ განვითარდება. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ახლა ნიუ-იორკში ცხოვრება და ოჯახთან ერთად დროის ტარება მომწონს.

მომავალში ესპანეთის ნაკრების თავკაცობა? რატომაც არა? ეს კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება „რეალს“, ზიდანმა მოთამაშეებთან სწორი კონტაქტი გაამყარა. მან იცის, ფეხბრუთელებს რისი გაგონება სურთ. ზიზუს დრო უნდა მივცეთ“, – განუცხადა რაულმა „L’ Equipe“-ს.