სექსი და გოლების გატანა – რომარიოს რჩევა ჟესუსს (კარიკატურა)

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რომარიომ თანამემამულეს, გაბრიელ ჟესუსს ურჩია, რომ მხოლოდ გოლების გატანითა და სექსით დაკავდეს.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

პეპ გვარდიოლა: “გაბრიელ ჟესუსი ეტო’ოს მაგონებს”

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის ათ თამაშში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

“ქალაქელთა” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ოცი წლის ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ის ეტო’ს მაგონებს. ეს მაშინ ჩანს, როცა პრესინგს ვთამაშობთ და გაბრიელი ამას ისე აკეთებს, როგორც ვერავინ გუნდში. ხოლო, საჯარიმოში კი ის ყოველთვის გამტანია. ბედნიერებაა, როცა ასეთი ფორვარდი გყავს – იგი შანსების უმეტესობას იყენებს. ვფიქრობ, ის ბურთით ზედმეტად ბევრს დარბის. როცა ამას მოუკლებს, გაბრიელი ძალიან დამესგავსება თავის თანამემამულეს, რონალდოს,” – აცხადებს პეპი.

კარიკატურა: გაბრიელ ჟესუსს საავადმყოფოში კოშმარი ესიზმრა (ფოტო)

იანვარში “მანჩესტერ სიტიმ” “პალმეირასიდან” გაბრიელ ჟესუსი დაიმატა. 19 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პემიერ ლიგის ოთხ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. ბოლო სამი მატჩი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შესაბამისად, ამ გამოუცდელმა სპორტსმენმა კუნ აგუერო ამოაგდო სასტარტოდან.

ჟესუსმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში (“ბორნმუთის”) წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო. ამან არგენტინელ ფორვარდს ისევ გაუხსნა გზა ძირითადი შემადგენლობისკენ. ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით, საინტერესო კარიკატურა შემოგვთავაზა. აი, თურმე რა ესიზმრება საავადმყოფოში მყოფ ბრაზილიელს…

 

“იუვემ” ახალგაზრდა ბრაზილიელისთვის 15 მილიონი გაამზადა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო გაიღონ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, გაბრიელ ჟესუსის სანაცვლოდ.

გაბრიელ ჟესუსი შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, რომელიც ამ დროისთვის “პალმეირასის” ღირსებას იცავს, თუმცა მისი 30% სხვა მხარეს ეკუთვნის.

აღნიშნული ფეხბურთელი “იუვეს” ბრაზილიურ მისიაზე გაგზავნილმა სკაუტმა, ფაბიო პარატიჩმა შეამჩნია, რომელიც ჟესუსის მსგავსად “კორინთიანსის” მატეო პერეირათიც მოიხიბლა.

თუმცა, გაბრიელის კონტრაქტის თანახმად, თუ უცხოური კლუბი მის გადაბირებას მოინდომებს, ამისათვის 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა 24 მილიონამდე შემდეგი 5 კლუბისთვის ეცემა: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “რეალი”, “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

18 წლის ბრაზილიელის შესანიშნავი გოლი ბრაზილიის თასზე (ვიდეო)

27 აგვისტოს, ბრაზილიის თასზე, “კრუზეირომ” საკუთარ მოედანზე “პალმეირასი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

სტუმართა მრიდან დუბლი გაიფორმა 18 წლის გაბრიელ ჟესუსმა, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.