გიორგი ჭელიძე მადრიდის “რეალშია”

“საბურთალოს” ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელი გიორგი ჭელიძემადრიდში იმყოფება და “სამეფო” კლუბის შემადგენლობაში ცოდნას იღრმავებს. ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავის, ზინედინ ზიდანის მეთვალყურეობით “რეალის” ვარჯიშებს, თეორიებსა თუ ოფიციალურ მატჩებს დაესწრება. გიორგი სამშობლოში 25 სექტემბერს დაბრუნდება.

ჭელიძე გუშინ ჩავიდა ესპანეთში, დღეს კი ბაზაზე “რეალის” მატჩისწინა საწვრთნელ პროცესს დაესწრო. ხვალ, “სამეფო” კლუბი “სანტიაგო ბერნაბეუზე” სევილიის რეალ “ბეტისს” უმასპინძლებს.
ეს ფაქტორი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ დედაქალაქური “საბურთალო” კვლავაც აგრძელებს ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობას. ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები სისტემატურად მიემგზავრებიან სხვა და სხვა კლუბებში, რათა ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მადრიდის “რეალის” დუბლებში და “ლივერპულის ასაკობრივ გუნდში სტაჟირებაზე იმყოფებოდა ჯიმი ტაბიძე. ესპანურ “ალკორკორნის” შემადგენლობაში ასპარეზობდა ბაჩანა არაბული.  გერმანიის ლაიფციგის “რედ ბულში” ერთი კვირით ცოდნა გაიღრმავა ახალგაზრდა ნიკიტა შიხაშვილმაც. 

FCSaburtalo.GE