საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სკოტ ბრაუნმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ამიერიდან, ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ვეცდებით, ყველა მათგანი მოვიგოთ. ხვალ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
ვფიქრობ, სიცხესთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვექმნება. გუნდში არიან “სელტიკის” ფეხბურთელები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ასეთ ამინდში აზერბაიჯანში ითამაშეს.
ვფიქრობ, თავდასხმაში ორივე კარგი ფეხბურთელი გვყავს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მათ თავიანთი პლუსები აქვთ. ფლეტჩეტი რამდნეიმე წელია ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.
ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ, ამიტომ თამაში გავიჭირდება. საქართველოს ნაკრებისათვის პრინციპული თამაშია, გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ფეხბურთელები კი ბოლომდე იბრძოლებენ.
ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა. ყველას, ვინც გამოძახებულია, შეუძლია, ხვალ ითამაშოს. ჩვენი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში თამაშობენ.”