ჟოზე მოურინიო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გინესის რეკორდების წიგნის 2016 წლის ვერსიაში მოხვდა.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი გინესის რეკორდების წიგნში ხუთი მიღწევის გამო შეიყვანეს: საკუთარ მოედანზე ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია (151 მატჩი, 9 წელი), ხუთი მწვრთნელიდან ერთ-ერთი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის თასი ორ სხვადასხვა კლუბში აქვს მოგებული (“პორტუ”, “ინტერი”), ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი აქვს ჩატარებული (49 წლისა და 12 დღის ასაკში), პრემიერლიგის სეზონში დაგროვებულ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა (95), ინგლისის პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია (77 მატჩი).

Mourinho