„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია და პარალელურად ტელეექსპერტად მუშაობს, „წითელი ეშმაკების“ ახალწვეულ ანტონი მარტიალზე ისაუბრა.
„პირველივე კვირებში მან აჩვენა, რომ გოლების გატანის ნიჭი აქვს. არც კი შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ ანტონის ასეთი თამაშის ჩვენება შეუძლია, რადგან აქ გადასვლამდე 70 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლს შეადგენდა.
ბოლო შეხვედრებში მისი გამოსვლა ყველაფერზე მეტყველებს. მარტიალმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა ნევილმა.