ნოემბერში ტრავმის გამო „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრების ორი მატჩი გამოტოვა. შემდგომ სერხიო რამოსის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც „რეალის“ მცველმა განაცხადა, რომ „ფურია როხას“ წევრები ნაკრების შეხვედრებს უფრო დიდი სერიოზულობით უნდა უდგებოდნენ.
„დიახ, მე ნაწყენი დავრჩი და ამის შესახებ რამოსს ვუთხარი. შემდგომ ეს საკითხი ტელეფონით განვიხილეთ, ახლა ყველაფერი რიგზეა“, – განუცხადა ფაბრეგასმა „Cadena Cope“-ს.
„ნაწყენი დავრჩი, რადგან ვიღაცას ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეეპარა. ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე, ჩემს ანგარიშზე 94 შეხვედრაა. მარცხენა ფეხის ტრავმა მაწუხებდა და იმ შემთხვევაში, თუ ვითამაშებდი, ლუკა მოდრიჩის ბედს გავიზიარებდი (ხორვატ ნახევარმცველს სანაკრებო პაუზის დროს მიღებული ტრავმის გამო სამი თვის გამოტოვება მოუწევს)“, – განაცხადა სესკმა.