ჩავი: „გამარჯვება ან სიკვდილი ჩვენი სათამაშო სტილით“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.

„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.

 

ჩელსი და მანჩესტერი ფაბრეგასში 9 მილიონს იხდიან

ინგლისური კლუბები სესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ესპანელი ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონურ “არსენლთან” და “ჩელსისთან” ერთად ორი მანჩესტერული კლუბიც იჩენს.

ცნობილი ხდება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” მზად არიან ფეხბურთელში 9 მილიონი ევრო გადაიხადონ. “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ნახევარი მილონით ნაკლებს, ხოლო “არსენალი” 8 მილიონს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უპირატესობას “ჩელსის” წინადადებას ანიჭებს.

ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ფავორიტი სიტია

The Telegraph-ის ცნობით “არსენალს” ფაბრეგასის პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილზე არანაირი რეაქცია არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურ კლუბს ესპანელის დაბრუნების უპირატესობა აქვს. 

ამის ფონზე “მანჩესტერ სიტი” გააქტიურდა, რომელიც მზად არის ფეხბურთელში 30 მილიონი გადაიხადოს.

პრიმერას გასულ სეზონში ფაბრეგასმა 36 მატჩი ჩაატარა და 8 გოლთან ერთად 13 საგოლე პასი გააკეთა.

ფაბრეგასი პრემიერლიგაში დასაბრუნებლად ემზადება

„სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე ზაფხულს ფრანჩესკ ფაბრეგასი „ბარსელონას“ დატოვებს. კატალონიურ კლუბს ესპანელი ნახევარმცველი აღარ სჭირდება.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, ფაბრეგასი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ გადასვლამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონა” ფაბრეგასის გაყიდვას აპირებს

“ბარსელონა” სესკ ფაბრეგასისი გაყიდვას აპირებს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ინგლისში დაბრუნდება. ნახევარმცველი “არსენალის”, “ჩელსის” და ორი მანჩესტერული კლუბის ინტერესტა სფეროში მოხვდა.

მცირე უპირატესობა “არსენალს” აქვს, ვინაიდან მეთოფეებს კონტრაქტის თანახმად ფაბრეგასის გამოსყიდვის უფლება აქვთ. შეგახსენებთ, რომ სესკი “ბარსაში” სწორედ “არსენალიდან” 25 მილიონ გირვანქად გაიყიდა. თუმცა, ფაბრეგასის ამჟამინდელი ხელფასი კვირაში 100 ათას გირვანქას უდრის, რაც “მეთოფეებისთვის” პრობლემატურია.

“ჩელსის” და “მანჩესტერ სიტი” უეფას მიერ დაკისრებული ლიმიტის გამო სოლიდური შეთავაზების განხორციელებას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, ფაბრეგასის სატრანსფერო ისტორიაში ფავორიტი “მანჩესტერ იუნაიტედია”.

სონგი: “ფაბრეგასი ჩემთვის ძმასავითაა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ მისთვის, თანაგუნდელი სესკ ფაბრეგასი ძმასავითაა.

როგორც ცნობილია, “ბლაგაურნამ” კამერუნელი ფეხბურთელი 2012 წლის ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ამ დროიდან მოყოლებული, სონგს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

“პირველ წელთან შედარებით, ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. როდესაც ახალ ქვეყანაში გადადიხარ, იქაურ ტრადიციებს, ცხოვრებას და სალაპარაკო ენას უნდა შეეჩვიო. ეს ყოველივე, რასაკვირველია, დროს მოითხოვს. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და აქ კარგად დამხვდნენ. რაც შეეხება ფაბრეგასს, ის ჩემთვის ძმასავითაა. სესკი ბევრ რამეში დამეხმარა”, – ამბობს სონგი.