ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში “სამეფო კლუბის” ქომაგებმა კოკეს დაცინვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე “ატლეტიკოს” ნახევარმცველს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 70 ათასი ევროს ღირებულების მაჯის საათი გასტაცა.
მადრიდული დერბის მიმდინარეობის დროს “რეალის” ფანები ტრიბუნიდან ირონიულად სკანდირებდნენ:
“კოკე, რომელი საათია?”
შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.