ტევესმა საავადმყოფოში ფეხბურთელი მოინახულა, რომელსაც ფეხი მოსტეხა (ფოტო)

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა პირადად მოუხადა ბოდიში “არგენტინოს ხუნიორსის” 21 წლის ნახევარმცველ ესეკიელ ამს, რომელსაც არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურში გამართულ მატჩში ფეხი მოსტეხა.

31 წლის ფორვარდი ახალგაზრდა ფეხბურთელს საავადმყოფოში ეწვია. ხვალ ამს მეორე ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

“მადლობა კარლიტოს ჩემი მონახულებისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ამმა.

Ham - Tevez

 

ტევესმა მეტოქეს ფეხი მოსტეხა (ვიდეო)

არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “არგენტინოს ხუნიორსის” ნახევარმცველ ესეკიელ ამს ფეხი მოსტეხა.

ინციდენტი შეხვედრის 76-ე წუთზე მოხდა. ამ დროს ტევესს უკვე ჰქონდა მიღებული ყვითელი ბარათი. მთავარმა არბიტრმა არგენტინელ თავდამსხმელს ამ ეპიზოდში გაფრთხილებაც კი არ მისცა.

მატჩი “ბოკა ხუნიორსმა” ანგარიშით 3:1 მოიგო, ტევესმა კი დუბლი შეასრულა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.