შალამბერიძე: „რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ“

წარმოგიდგენთ თბილისის „ლოკომოტივთან“ ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის თეიმურაზ შალამბერიძის მატჩისშემდგომ კომენტარს.

„დღეს სანახაობრივი ფეხბურთი ვიხილეთ, რაც მიხარია. შეგვეძლო, როგორც მოგვეგო, ასევე წაგვეგო. სატურნირო ცხრილში ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა. მოგეხსენებათ, გუნდში ახლადმოსული ვარ, შესაბამისად, კლუბი ჯერ კიდევ უკეთესად უნდა გავიცნო“, – განაცხადა ქობულეთელთა დამრიგებელმა.

ცნობისთვის, ამჟამად „შუქურა“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში აჭარული გუნდი კიდევ ერთ თბილისურ კლუბს დაუპირისპირდება – ამჯერად „შუქურა“ „ჩელე არენაზე“ „საბურთალოს“ მიიღებს.