სტროტმანი: “ევროპის ყველა კლუბი ცდილობდა რაჯას გადაბირებას”

კევინ სტროტმანმა პრესასთან საუბრისას “რომას” სატრანსფერო პოლიტიკა შეაქო მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მუჰამედ სალაჰის, ანტონიო რუდიგერისა და ლეანდრო პარადესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

“ბედნიერი ვარ, რომ ნაინგოლანი და დანიელე დე როსი მომავალ სეზონშიც “რომაში” ითამაშებენ. დე როსი ჩვენი კაპიტანია, რაჯას გადაბირება კი ევროპის ყველა კლუბს უნდოდა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა, რაც ძალიან მახარებს.

საბოლოო ჯამში, “რომას” უფროსებმა ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს მათი შენარჩუნებით, ჩვენი გუნდი ახალ სეზონს უფრო ძლიერი შეხვდება,” – აცხადებს სტროტმანი.

სპალეტი ადასტურებს: “ინტერი” ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობს

ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მილანის “ინტერის” უფროსები ბელგიელი რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობენ.

“ეს ისეთი რამ არის, რაზეც დირექტორები მუშაობენ,” – განაცხადა სპალეტიმ, როდესაც “რომას” ფეხბურთელთან მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.

“როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და ნაინგოლანი ერთ-ერთი მათგანია, ამაზე საუბარი დიდი ხანია, რაც მიდის.

ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობებით გუნდის დახმარებას, ახალწვეულები კი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარებიან წარმატების მიღწევაში,” – აცხადებს სპალეტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 ივლისი


“არსენალი” მბაპესთვის 125 მილიონ ფუნტს ამზადებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ “მონაკოს” ფრანგი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს გადაბირებისთვის, რომლის მიმართაც ინტერესს ევროპის არაერთი დიდი კლუბი იჩენს.

The Mirror-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” მზად არიან ლიგა 1-ის ჩემპიონთა ლიდერის სანაცვლოდ 125 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და ამით მსოფლიო სატრანსფერო რეკორდიც დაამყარონ.


ბელერინს “ბარსელონაში” უნდა

ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ესპანელი მცველი, ექტორ ბელერინი პრე-სეზონის დაწყებამდე “მეთოფეთა” უფროსებთან სპეციალური შეხვედრის გამართვას აპირებს, სადაც მათ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა ამცნოს.

Marca-ს ცნობით, ბევრი ფიქრის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ კარიერას ისეთ დიდ კლუბში გააგრძელებს, როგორიც “ბარსელონაა”.


ჩალჰანოღლუს “მილანამდე” ერთი ნაბიჯი აშორებს

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელი, ჰაკან ჩალჰანოღლუ ძალიან ახლოს არის “მილანში” გადასვლასთან.

მართალია, თავიდან გერმანული კლუბი თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ “როსონერიმ” 22 მილიონის გადახდასა და ბონუსების სახით 3 მილიონი ევროს გაწერაზე მაინც დაითანხმა.


ჰოლტბი პრემიერ ლიგას უბრუნდება?

ბრიტანულ პრესაში “ჰამბურგის” 26 წლის ნახევარმცველს, ლუის ჰოლტბის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

The Mirror-ის ცნობით, “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს, რომლის სანაცვლოდაც გერმანელები 5 მილიონ ფუნტს ითხოვენ, “ბორნმუთისა” და “ნიუკასლის” ხლემძღვანელები არიან დაინტერესებულნი.


“ინტერი” ვიდალის, ნაინგოლანისა და კეიტას ტრანსფერებზე მუშაობს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა უკვე შეადგინეს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა გადაბირებასაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ნერაძურის” ხელმძღვანელები სამ ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობენ – საუბარია არტურო ვიდალის, რაჯა ნაინგოლანისა და ნაბი კეიტას დამატებაზე.

როგორც იცით, სერია ა-ში მოთამაშე “ინტერი” უკვე დატოვა ევერ ბანეგამ, რომელიც ესპანურ “სევილიაში” დაბრუნდა. ასევე დიდია შანსი იმისა, რომ მილანური კლუბი გარი მედელმა და მარსელო ბროზოვიჩმაც დატოვოს. ამ სიცარიელის შევსებას კი იტალიელები “ბაიერნის”, “რომასა” და “ლაიფციგის” მოთამაშეების დამატებით გეგმავენ.

“ჩელსი” ორი რომაელის ტრანსფერით ინტერესდება

The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ანტონიო კონტე ზაფხულში “რომას” ორი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

ბრიტანული პრესის ცნობით, “ჩელსის” იტალიელმა სპეციალისტმა თვალი რაჯა ნაინგოლანსა და ანტონიო რუდიგერს დაადგა.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” ნაინგოლანის ტრანსფერით აქამდეც ინტერესდებოდნენ, მსგავსად სხვა ევროპული გრანდებისა, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

რუდიგერს კი ლონდონში ჯონ ტერის იდეალურ ჩამნაცვლებლად მოისაზრებენ. თანაც, კალიდუ კულიბალის გადაბირების შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია.

“რომა” ნაინგოლანის ტრანსფერის დაბლოკვას აპირებს

იტალიური “რომას” ხელმძღვანელები “ჩელსისთვის” ხელის შეშლასა და რაჯა ნაინგოლანისათვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბელგიელ ფეხბურთელს ანტონიო კონტეს გუნდთან აკავშირებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტრანსფერს სწორედ იტალიური კლუბის პოზიცია აფერხებს.

28 წლის ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე იწურება, თუმცა ნაინგოლანი თავისი ხელფასით უკმაყოფილოა, რაც მას კლუბის დატოვებისაკენ უბიძგებდა.

წყაროს ცნობით, “რომას” ნახევარმცველი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ნათამაშები (ოციდან), კვირაში 70 000 ფუნტს ითხოვს ხელფასის სახით.

ნაინგოლანმა “პრემიერ ლიგაში” მოთამაშე გუნდი უარით გაისტუმრა

ბელგიის ნაკრებისა და “რომას” ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა ჯერ კლუბში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, შემდეგ კი “ევრო 2016”-ზე ეროვნული ნაკრების მაისურით ხუთ მატჩში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. მისი ასეთი წარმატებული ასპარეზობა მხედველობის მიღმა არ დარჩენიათ “ჩელსის” მესვეურებს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელსა და “არისტოკრატების” მწვრთნელ, ანტონიო კონტეს შორის იყო კონტაქტი ტრანსფერის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ, თვითონ მოთამაშემ დაუდასტურა უცხოურ გამოცემებს.  თუმცა, საბოლოოდ, რაჯამ უარი განაცხადა ინგლისურ გრანდში გადასვლაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბელგიელმა შემდეგი რამ თქვა:“დიახ, “ჩელსის” ხელმზღვანელობისგან იყო ჩემდამი ინტერესი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ვესაუბრე “რომას” სპორტულ დირექტორს, საბატინის და, საბოლოოდ, გუნდში დარჩენა გადავწყვიტე.”

შეგახსენებთ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს რომაელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

რაჯა ნაინგოლანმა “ჯენოას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ჯენოასა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1), რაჯა ნაინგოლანმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

რა რეაქცია ჰქონდა რუდი გარსიას “იუვენტუსის” მარცხზე (ვიდეო)

29 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “რომასა” და “ჩეზენას” შორის გამართული მატჩის შემდეგ (2:0), რაჯა ნაინგოლანმა რუდი გარსიას აცნობა, რომ “იუვენტუსმა” “ჯენოასთან” მატჩი დათმო.

ზამთრის ხუთი ტრანსფერი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორი კვირა გავიდა. მოდით ერთად განვიხილოთ გასული დღეების ხუთი ყველაზე მნიშნველოვანი ტრანსფერი.

 

ნემანია მატიჩი

(ბენფიკა – ჩელსი ; 25 მილიონი ევრო)

სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურინია ტრანსფერი ჯერ-ჯერობით “ჩელსიმ” გააკეთა, თუმცა ეს გრძელი ისტორიაა. პირველად ნიჭიერი სერბი ნახევარმცველი ლონდონელებმა 2009 წელს შეიძინეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონკურენციას ვერ გაუძლო და “ჩელსიმ” მატიჩი “ვიტესში” გაანათხოვრა. 21 ნახევარმცველმა ვერც ჰოლანდიაში შესძო თავის დამკვიდრება. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და მატიჩი “ბენფიკას” დავიდ ლუისში და ბუნებრივია გარკვეული თანახაც დაამატა.
და აი გარკვეული დროის შემდეგ “ჩელსი” მატიჩს იბრუნებს და თანაც 25 მილიონს იხდის. საინტერესოა როგორ გამოიყენებს ნახევარმცველს ჟოზე მოურინიო.

Fanebi.Ge

 

 

ალესანდრო მატრი

(მილანი – ფიორენტინა ; იჯარა)

მატრის “მილანში” დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ალეგრი ბალოტელის ღირსეულ შემცველს ეძებდა, თუმცა ოდესღაც ძლიერი ფორვარდისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. მატრი მოედანზე 18 მატჩი გამოჩნდა და მხოლოდ ერთი გოლი გატანა მოახერხა. ლოგიკურიც არის, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელი სხვა გუნდში გაუშვეს. როსის და გომესის ტრავმების გამო ფორვარდის დამატება “ფიორენტინას” აუცილებლად სჭირდებოდა. იმედი გამოვთქვათ, რომ მატრი ფლორენციაში მაინც ათამაშდება ძველებურად.

 

 

ლასინა ტრაორე

(ყუბანი – მონაკო ; 10 მილიონი ევრო)

რუსული “ყუბანის” ფორვარდი ფრანგულ “მონაკოში” საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გადავიდა, სადაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტრაორემ კვლავ შეიცვალოს კლუბი და ზაფხულამდე იჯარის წეისთ სხვა გუნდში ითამაშოს.

 

 

ნიკიცა იელავიჩი 

(ევერტონი –  ჰალ სიტი ; 7,8 მილიონი ევრო)

დიდი ხნის მანძილზე იელავიჩის კარიერა საკმაო წარმატებით ვითარდებოდა. ფეხბურთელმა “ევერტონშიც” კარგად დაიწყო და 13 შეხვედრაში 9 გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ იელავიჩის თამაშის ხარისხმა მნიშვნელოვნად იკლო. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი შემადგენლობიდან ლუკაკუმ ამოაგდო. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ლივერპულელებმა “ჰალის” საკმაოდ სარფიან შეთავაზებაზე უარი არ თქვეს.

 

Nikica Jelavic

 

 

რაჯა ნაინგოლანი

(კალიარი – რომა ; 3+6,5 მილიონი ევრო)

რაჯა ნაინგოლანმა “რომასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. შეთანხმების თანახმად “რომამ” ჯერ 3 მილიონი გადაიხადა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ 6,5 მილიონს გადაიხდის. “მგელბის” შემადგენლობაშ ფეხბურთელს დებიუტი უკვე ჰქონდა. ნაინგოლანმა რუდი გარსიაზე დადებით შთაბეჭდილება მოახდინა.
“ადვილია ისეთ გუნდთან ადაპტირება, სადაც შენი პარტნიორები პიანიჩის და კევის სტროტმანის დონის ფეხბურთელები არიან. ნაინგოლანს ყველაფერი შეუძლია. უკანასკნელ შეხვედრაში მას “რომას” თამაშის დაბალანსება ევალებოდა” – განაცხადა გარსიამ.

 

 

ნაინგოლანი “იუვენტუსში” გადასვლას უარყოფს

იტალიური “კალიარის” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი უარყოფს უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ის “იუვენტუსში” გადადის და ტურინში სახლს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში 2010 წლიდან გამოდის და მან არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

“პრესაში გავრცელებული ამბები მხოლოდ ჭორებია. ტურინში სახლს ნამდვილად არ ვეძებ. სხვა გუნდში გადასვლას გამოვრიცხავ, “კალიარიში” თავს კარგად ვგრძნობ”, – ამბობს ნაინგოლანი.