BBC-ს განავარდება – მადრიდის “რეალმა” “ალავესი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედრები შედგა. მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი მატჩი გამართა “რეალმა”, რომელიც “ალავესს” დაუპირისპირდა.

თამაში სანახაობრივი გამოდგა. იგი მთლიანად “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა. 44-ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს მეტოქის საჯარიმოში გაუკეთა გადაცემა, პორტუგალილმაც მარცხენა ფეხით გაიტანა.

მეორე ნახევარში, ისევ ფრანგმა, ამჯერად უკვე გარეტ ბეილს გაატანინა. ზუსტად თხუთმეტ წუთში ლუკას ვასკესმა კრიშტიანუ რონალდუს დუბლი შეასრულებინა. 88-ე წუთზე უელსელი საჯარიმოში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. პორტუგალიელმა ის ბენზემას დაუთმო. თავდამსხმელმაც მისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და ბოლო, მეოთხე გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, “რეალმა” 4-0 იმარჯვა. ის 51 ქულით მესამეა. ხოლო, “ალავესი” 28 ქულით მე-16.

გვიდეტიმ “სელტა” “ალავესში” გაცვალა

ვიგოს “სელტას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯონ გვიდეტი სეზონის ბოლომდე “ალავესის” ღირსების დაცვას შეეცდება. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც იცით, ჯონ გვიდეტის ადგილი “სელტას” სასტარტო შემადგენლობაში მაქსი გომესმა დაიკავა. ეს უკანასკნელი გუნდში სწორედ გვიდეტის მიერ მიღებული ტრავმის გამო მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის შვედი ფეხბურთელი 2008-15 წლებში “მანჩესტერ სიტის” კუთვნილებაში იმყოფებოდა, თუმცა “ქალაქელთა” მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ის “ბრომაპოიკარნაში”, “ბარნლიში”, “ფეიენოორდში”, “სტოკ სიტისა” და “სელტიკში” იყო განათხოვრებული.

“ატლეტიკო”: გრიზმანი და საული ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელები, ანტუან გრიზმანი და საულ ნიგესი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ. დღეს, როგორც ფრანგმა, ასევე ესპანელმა დიეგო სიმეონეს განკარგულებაში, სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა გასულ უიქენდზე ლა ლიგა სანტანდერის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გამოტოვა. მას დაზიანება ჰქონდა დაა ვარჯიში ამ კვირის დასაწყისში უნდა დაეწყო. თუმცა, ეს მხოლოდ დღეს მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ მადრიდელთა ლაზარეთში მხოლოდ ხოსე მარია ხიმენესია. ის ამჟამად დარბაზში ირჯება და ჯერ ბურთთან ერთად წვრთნას ვერ ახერხებს.

“ატლეტიკო” 16 დეკემბერს, ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ალავესს” დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

ისკო: “განსაკუთრებული მოგონება? “ლა დესიმა”!”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ალავესი” სტუმრად ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. საგულისხმოა, რო ეს შეხვედრა “ბლანკოსის” ნახევარმცველისთვის, ისკოსთვის საიუბილეო – მე-200 მატჩი იყო.

დაპირისპირების შემდეგ ალარკონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ ჩემი მადრიდული კარიერით. ამ დროის მანძილზე უფრო მეტი კარგი მოგონება მაქვს, ვიდრე – ცუდი. გამორჩეული გრძნობა “ლა დესიმას” მოგებაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტ ტიტულს დავისაკუთრებთ.”

“როგორც ფეხბურთელი, ძალიან განვვითარდი. უფრო და უფრო, კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, “რეალის” დახმარებას დიდ ხანს შევძლებ,” – აცხადებს ისკო.

თეო ერნანდესი “ბეტისთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ხვალ, 23:55 საათზე “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება. ესპანური პრესის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს თეო ერნანდესი.

“რეალის” მარცხენა მცველს მარჯვენა მხარი აქვს ამოვარდნილი. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 19 წლის ფეხბურთელი მინიმუმ “ბეტისთან” თამაშს ვერ შეძლებს. შესაძლოა, მან ვერც “ალავესთან” იასპარეზოს.

თეომ გასულ უქმეებზე, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მიიღო აღნიშნული დაზიანება.

“ბარსელონამ” მუნირი “ალავესში” გაანათხოვა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მუნირ ელ ჰადადი მომავალ სეზონს იჯარის წესით “ალავესის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ესპანური გუნდების ოფიციალური ვებ-გვერდებიც ადასტურებენ.

მხარეებმა 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიაღწიეს.

მუნირმაგასული სეზონი “ვალენსიას” რიგებში გაატარა, სადაც ის 1 სეზონით იყო განათხოვრებული. ამ უკანასკნელმა ლა ლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

“სტოკმა” ბოიანი ესპანეთში გაანათხოვრა

“სტოკ სიტის” თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი მომავალ სეზონში “დეპორტივო ალავესის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც იცით, ბოიანი “ბრიტანია სდეტიუმზე” 2014 წელს გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანი სადებიუტო სეზონიც ჩაატარა. თუმცა, “ბარსელონას” აღზრდილმა ფეხბურთელმა მარკ ჰიუზის გულის მოგება ვეღარ შეძლო და ახლა ახალ თავგადასავლებთან მოუწევს გამკლავება.

ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშე პრემიერ ლიგის მატჩში, სეზონის მეორე ნაწილი კი გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც ის “მაინცის” ღირსებას იცავდა.

გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კრკიჩთან ერთად “სტოკ სიტიმ” ჯანელი იმბულაც განათხოვრა, ოღონდ ფრანგულ “ტულუზაში”.

რა ბედი ელის ბორხა მაიორალს?

“ვოლფსბურგში” ჩატარებული რთული სეზონის შემდეგ, ბორხა მაიორალის გერმანულ კარიერას ბოლო მოეღო და დიდი ალბათობით კარიერას კვლავ ესპანეთში გააგრძელებს.

ზინედინ ზიდანი თვლის, რომ მაიორალს რეგულარული სათამაშო დრო ესაჭიროება, ამიტომაც დიდი ალბათობით მის განათხოვრებას “ლეგანესში” ან “ალავესში” აპირებს.

როგორც იცით, ბორხა მაიორალი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას და ჯერაც არ დაუწყია “რეალთან” ერთად ვარჯიში. დიდია შანსი, რომ ის პირდაპირ ახალ კლუბს შეუერთდეს.

ტეო ერნანდესმა საფრანგეთის 21-წლამდელებთან ვარჯიშს ზღვის სანაპიროზე გართობა არჩია

ტეო ერნანდესის სანაკრებო მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მას შემდეგ, რაც “ალავესის” ფეხბურთელი ურჩობაში ამხილეს.

როგორც ცნობილი ხდება, ტეო ერნანდესმა საფრანგეთის 21-წლამდელთა მწვრთნელის დავალება არ შეასრულა და ნაცვლად იმისა, რომ გუნდთან ერთად ევარჯიშა, გადაწყვიტა თავის თანაგუნდელთან ერთად პლაჟზე წასულიყო გასართობად.

მართალია, ტეოს სურდა, ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა, კარლოს ვიგარაიმ ყველაფერი სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა:

“ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ ყველაფერს გავითვალისწინებ. სავარაუდოდ, მას რამდენიმე კვირაში კვლავ გამოვიძახებ,” – აცხადებს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, სილვიან რიპოლი.

“ბარსელონამ” სამეფო თასი მოიგო! (ვიდეო)

დღეს მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” ესპანეთის სამეფო თასის ფინალური დაპირისპირება შედგა. ერთმანეთს “ბარსელონა” და “ალავესი” შეხვდნენ.

მატჩი კატალონიელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 30-ე წუთზე ლიონელ მესიმ შეძლო. სამ წუთში თეო ერნანდესმა გაათანაბრა. 45-ე წუთზე ანდრე გომეშის პასით ნეიმარმა წინ გაიყვანა ნომინალური მასპინძლები. ხოლო, პირველი ტაიმის მესამე დამატებით წუთზე პაკო ალკასერმა ორბურთიანი გახადა “ბარსას” უპირატესობა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ისტორიაში 29-ედ “ბლაგურნამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო!

 

ტეო ერნანდესი “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

Sport.es-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კატალონიურმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” კიდევ ერთი ბრძოლა მოუგო.

საქმე მადრიდული “ატლეტიკოს” მცველის, ტეო ერნანდესის ტრანსფერს ეხება, რომელიც ამჟამად არენდის წესით “ალავესის” რიგებში ასპარეზობს.

როგორც ცნობილი ხდება, 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად ინტერესდებოდა მადრიდის “რეალი”, თუმცა მან არჩევანი “ბარსელონაზე” გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ერნანდესის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონს შეადგენს. გასულ წელს კი მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 10 მილიონიც საკმარისი იყო, მაგრამ მაშინ “ბარსელონას” პრეზიდენტმა გარისკვა ვერ გაბედა.

რამოსი “ალავესთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სერხიო რამოსი კვირას, “ალავესთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა ესპანელ მცველს ბოლო დროს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა სანაკრებო ბატალიების დროს, ესპანეთის ნაკრების ორ მატჩში ითამაშა. აპრილში კი “რეალს” 9 ურთულესი მატჩი ელის.

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ “ბლანკოსის” ფრანგმა თავკაცმა რამოსს დასვენების უფლება მისცა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სერხიო რამოსის მსგავსად, ლა ლიგის 29-ე ტურში “ბარსელონას” ესპანელი მცველიც, ჟერარდ პიკეც დაისვენებს.