“ბარსელონასა” და “ალავესის” ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

“ალავესსა” და “ბარსელონას” შორის ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩს ამ ორი კლუბის ფანებს შორის მომხდარი შეტაკება უსწრებდა.

ვიტორიული პოლიცია ადასტურებს Goal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კლუბების ულტრა მხარეებს შორის მსგავსი ინციდენტის არსებობის შესახებ.

ბასკურ ქალაქში, ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესვრიან ფანები ერთმანეთს სკამებსა და სხვა მსგავსი ტიპის საგნებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ დაპირისპირების შემდეგ საავადმყოფოს მხოლოდ ერთმა პირმა მიაკითხა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციას ჯერ არავინ არ დაუკავებია.

“ბარსელონამ” “ალავესი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდა. მატჩი “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ლუის სუარესმა 37-ე წუთზე გახსნა. 3 წუთში ნეიმარმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე ლიონელ მესიმ 3:0 გახადა ანგარიში. 4 წუთში “ალავესის” ფეხბურთელმა, ალექსისმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი. 65-ე წუთზე რაკიტიჩმა, ხოლო 67-ეზე ისევ სუარესმა მოახერხეს მეტოქეთა დამწუხრება. საბოლოოდ – 0:6.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” პირველ ადგილზეა, თუმცა მას მეორეადგილოსან “რეალზე” სამი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება “ალავესს”, ეს გუნდი 27 ქულით მეთორმეტე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

“რეალმა” “ალავესი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში მადრიდის “რეალი” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდა. მატჩი მთლიანად “თეთრების” უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ანგარიში მე-7 წუთზე მასპინძელთა მოთამაშემ, დეივერსონმა გახსნა. თუმცა, მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა, უგოლო მატჩების სერიას ბოლო მოუღო და ანგარიში გაათანაბრა. მეტიც, 16 წუთში “რონიმ” დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში “ალავესის” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. 79-ე წუთზე მისი გამოეყენება და ჰეთრიკის შესრულება რონალდუმ ვერ შეძლო. მაგრამ ალვარო მორატამა მაინც გაუტანა მეტოქეს მესამე გოლი (84 წთ.). ყველაფერს წერტილი 88-ე წუთზე ისევ და ისევ კრიშტიანუმ დაუსვა – 1-4.

“რეალს” 24 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს. “ალავესი” კი 10 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

 

ლა ლიგის ბიზნესი: დახარჯული 250,65 და მიღებული 182,1 მილიონი ევრო

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. გუნდების უმეტესობამ უკვე განახორციელა დაგეგმილი ტრანსფერები.


“ბარსელონა” (-36,75 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: სამუელ უმტიტი (“ლიონი”, 25 მილიონი ევრო), ლუკას დინიე (“პსჟ”, 16,5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ვილიარეალი”, 3,25 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 44,75 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: მარკ ბარტრა (“ბორუსია დორტმუნდი”, 8 მილიონი ევრო), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, უფასო) და სანდრო რამირესი (“მალაგა”, უფასო).

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“რეალი” (-20,5 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, 30 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 30 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, 7 მილიონი ევრო), ალვარო მედრანი (“ვალენსია”, 1.5 მილიონი ევრო), ომარ მასკარელი (“აინტრახტი”, 1 მილიონი ევრო), ბურგუი (“ხიხონის სპორტინგი, არენდა), დიეგო ლორენტე (“მალაგა”, არენდა), ხესუს ვალეხო (“აინტრახტი”, არენდა), ალვარო არბელოა (კლუბი უცნობია, უფასო).

მიიღეს: 9,5 მილიონი ევრო.


“ატლეტიკო მადრიდი” (-41,7 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნიკო გაიტანი (“ბენფიკა”, 25 მილიონი ევრო), სიმე ვრსალკო (“სასუოლო”, 16 მილიონი ევრო), დიეგო იოტა (“პასკოს ფერეირა”, 7.20 მილიონი ევრო) და ფერნანდო ტორესი (“მილანი”, უფასო).

დაიხარჯა: 48.2 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ლეო ბაპტისტაო (“ესპანიოლი”, 3.5 მილიონი ევრო), ჯოშუა გილავოგი (“ვოლფსბურგი”, 3 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“სევილია”, არენდა), ხესუს გამესი (“ნიუკასლი”, უცნობია) და ბონო (“ჟირონა”, უცნობია).

მიიღეს: 6.5 მილიონი ევრო.


“ვილიარეალი” (+ 34,25 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალფრედ ნ’დიაე (“რეალ ბეტისი”, 8 მილიონი ევრო) და დენის ჩერიშევი (“რეალ მადრიდი”, 7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 15 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ ბაილი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 38 მილიონი ევრო), სამუ გარსია (“რუბინი”, 5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ბარსელონა”, 3.25 მილიონი ევრო), ტომას პინა (“ბიუგე”, 3 მილიონი ევრო), მოი გომესი (“ხიხონი”, უფასო) და მატიას ნაჰელი (“ბეტისი”, არენდა).

მიიღეს: 49,25 მილიონი ევრო.


“ატლეტიკ ბილბაო” ( 0 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა:

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ მორანი (“სარაგოსა”, არენდა), კარლოს გურპეგი (კარიერა დაასრულა).

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ვალენსია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ფრანკო ვასკესი (“პალერმო”, 15 მილიონი ევრო), ჟოაკინ კორეა (“სამპდორია”, 13 მილიონი ევრო, განსო (“სან პაულო”, 10 მილიონი ევრო), ჰიროში კიოტაკე (“ჰანოვერ 96”, 6.5 მილიონი ევრო), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”, 1 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“ატლეტიკო”, არენდა).

დაიხარჯა: 45მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -9.9 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: კრიხოვიაკი (“პსჟ”, 33,6 მილიონი ევრო), დიოგო ფიგეირაში (“ოლიმპიაკოსი”, 1.5 მილიონი ევრო), ლუიზმი (“ვალიადოლიდი”, უფასო), რეიესი (“ესპანიოლი”, უფასო), ბანეგა (“ინტერი”, უფასო) და ბეტო (უცნობია, უფასო).

მიიღეს: 35.5 მილიონი ევრო.


“სელტა” ( +17 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 18 მილიონი ევრო.


“მალაგა” ( -10,10 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 10,10 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“რეალ სოსიედადი” ( -8 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 12 მილიონი ევრო.

მიიღეს: 4 მილიონი ევრო.


“რეალ ბეტისი” ( -12 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 20 მილიონი ევრო.

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“ლას პალმასი” ( -2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 2 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ესპანიოლი” ( -7.7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 7.9 მილიონი ევრო.

მიიღეს: 200.000 ევრო.


“ეიბარი” ( +2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 3 მილიონი ევრო.

მიიღეს: 5 მილიონი ევრო.


“დეპორტივო” ( -500,000 ევრო)

დაიხარჯა: 500,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( +31,5 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 31.5 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( -200,000 ევრო)

დაიხარჯა: 200,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ალავესი” ( 0 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( +3.75 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 3.75 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( – 1 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


18.07.2016

ესპანური კლუბის თავკაცმა წაგების შემდეგ დარბაზის კარი გატეხა (ფოტო)

სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში „სარაგოსასთან“ მარცხის შემდეგ „ალავესის“ მთავარმა მაწვრნელმა ხოსე ბორდალასმა კარი გატეხა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა ბორდალასმა თავის შეკავება ვერ შეძლო.

აღნიშნულ ფოტოს გამოცემა „მარკა“ ავრცელებს:

1