ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბებიისაგან სიმბოლური გუნდი შექმნა, რომელშიც ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებიც 25 წლის ჯერ არ არიან და ნაკრებში ოცზე მეტი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.
აღსანიშნავია, რომ თხუთმეტეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის მოთამაშე ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.
აი, რას წერენ მასზე ბრიტანელები:
“ეს კაცი რომ ახალ ზელანდიაში დაბადებულიყო, მაშინ უკვე სუპერვარსკვლავი იქნებოდა. ის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. როცა მან ტონგას წინააღმდეგ ითამაშა, 18 წლისა და 340 დღის იყო.”
1. სკოტ სიო (ავსტრალია)
2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი)
3. კიერან ბრუკსი (ინგლისი)
4. ლოდ დე იაგერი (სამხრეთ აფრიკა)
5. მარო იტოჯე (ინგლისი)
6. სინ მაკმაონი (ავსტრალია)
7. არდი სავეა (ახალი ზელანდია)
8. ჯეკ კლიფორდი (ინგლისი)
9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო)
10. ლიმა საპოაგა (ახალი ზელანდია)
11. მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია)
12. მალაკი ფექიტოა (ახალი ზელანდია)
13. გაელ ფიკუ (საფრანგეთი)
14. სანტიაგო კორდერო (არგენტინა)
15. ენტონი უოტსონი (ინგლისი)