ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მორაგბე ბენ ფრენკსმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და “ბორჯღალოსნების შერკინება გამოარჩია.
“დიდი ხანია ახალი ზელანდიის ნაკრებში ვთამაშობ, მაგრამ ასეთი რთული ვარჯიშები არასოდეს გვქონია. საქართველოს ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, მეტოქის მხრიდან შერკინებაში ასეთ ხრიკებს ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, “ბორჯღალოსნებთან” თამაშით კარგი გაკვეთილი მივიღეთ. მომდევნო მატჩებში მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ”, – ციტირებს ბენ ფრენკსის სიტყვებს radionz.co.nz.