ინგსი “ლივერპულს” სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

“ლივერპულის” თავდამსხმელმა დანი ინგსმა ჯვარედინი იოგის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის მოშუშებას ხუთიდან შვიდ თვემდე პერიოდი დასჭირდება. ამრიგად, ინგლისელი ფორვარდისთვის სეზონი დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ანალოგიური ტრავმა ახალგაზრდა მცველმა ჯო გომესმაც მიიღო. “ლივერპულს” ტრავმირებულები ჰყავს ჯორდან ჰენდერსონი, რობერტო ფირმინიო და კრისტიან ბენტეკეც.