მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ოთხი ფეხბურთელი ერთი კვირის შუალედში დაქორწინდა (ფოტო)

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ოთხმა ფეხბურთელმა ერთი კვირის შუალედში გადაიხადა ქორწილი.

24 წლის მცველი, მატიას გინტერი, თავის მეორე ნახევართან, კრისტინასთან, 19 მაისს შეუღლდა. 26 მაისს 25 წლის იანიკ ვესტეგრორმა შეირთო ცოლად პერნილი. ამავე დღეს 25 წლის ვინცენჩო გრიფო ვანესაზე დაქორწინდა.

ბოლოს კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 27 წლის პატრიკ ჰერმანი დაქორწინდა სანდრაზე.

“ლა ლა ლენდი” მიუნხენგლადბახის “ბორუსიამაც” დატროლა

დანარჩენ მსოფლიოს არც მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ჩამორჩა და გერმანელებმაც დასცინეს “ლა ლა ლენდს”, რომლის შემქნელებიც ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოვების მთავარი მსხვერპლის როლში მოგვევლინენ.

როგორც იცით, ეს ფილმი უორენ ბიტმა შეცდომით გამარჯვებულად გამოაცხადა და მხოლოდ აპლოდისმენტებისა და მათი სცენაზე გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გამარჯვებული სხვა ფილმი გახდა, რომლის სახელიც “მთვარის შუქი” გახლავთ.

ამ კურიოზს “გლადბახმა” ასეთი პოსტი მიუძღვნა …

15310420_1839419699649141_1685205084_n

BBC: „არსენალმა“ „ბორუსიასთან“ ჰაკას ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას გრანიტ ჰაკას ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა, რის შესახებაც BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ კოსოვოში დაბადებული შვეიცარელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ორნშტეინი წერს, რომ ფეხბურთელი ლონდონში უკვე გაფრინდა და მხარეებმა, შესაძლოა, კონტრაქტი შაბათს გააფორმონ.

„არსენალის“ მხრიდან ჰაკას მიმართ ინტერესის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წამყვანი ბრიტანული გამოცემები საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ.

ჯაკა: “ჩემი მომავალი ევროპის ჩემპიონატამდე გადაწყდება”

გრანიტ ჯაკამ გერმანულ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღებს.

“ამის შესახებ მე არ უნდა მესაუბრებოდეთ, თქვენ მაქს ებერლთან (“მიუნხენგლადბახის” სპორტული დირექტორი) უნდა მიხვიდეთ.

სეზონი უკვე დასრულდა. ასე რომ, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ამ საკითხს მომდევნო დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავ. გადაწყვეტილებას კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მივიღებ.” – განაცხადა არსენ ვენგერის სამიზნემ.

ბუფონს „ბორუსიასთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრება

„ინტერტან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტრავმა მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, მიუნხნეგლადბახის „ბორუსიასთან“ მატჩი გამოტოვოს.

„ფეხი დავიზიანე და ერთ ფეხზე 65 წუთი აკრგად ვითამაშე. მიხარია, რომ თამაშის დასრულება მოვახერხა. ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა ოთხშაბათს თამაშს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნეტუ ჩემ შესაცვლელად მზადაა“, – განაცხადა ბუფონმა.