„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი მცველი რამონ ვეგა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
44 წლის შვეიცარიელის თქმით, მას როგორც ფეხბურთში, ასევე ფინანსურ საკითხებში, საკმარისი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელმა კარიერა 2004 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ეკონომიკის სფეროში მუშაობა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება. აქამდე თავისი კანდიდატურა პრინცმა ალი ბინ ჰუსეინმა წარადგინა.