იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე კონტე შესაძლოა, დონადონიმ შეცვალოს

“ბოლონიას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “სკუადრა აძურას” თავკაცის თანამდებობას დატოვებს. იტალიური პრესის ცნობით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატურად სწორედ დონადონი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ რობერტო დონადონი იტალიის ნაკრებს 2006–2008 წლებში თავკაცობდა.

52 წლის სპეციალისტის გარდა “სკუადრა აძურას” თავკაცის პოსტზე კლაუდიო რანიერის (“ლესტერ სიტი”), ჯამპიერო ვენტურას (“ტორინო”), ფრანჩესკო გვიდოლინისა (“სუონსი სიტი”) და ვალტერ მაცარის კანდიდატურები განიხილება.

 

“ბოლონიას” დონადონი გაწვრთნის

“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ამ პოსტზე დელიო როსი შეცვალა, რომელიც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს: სერია A-ს საწყის ათ ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა.