“ბაიერნმა” დონარუმას დაადგა თვალი

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო არსებულ სიტუაციას საკმაოდ ახლოდან აკვირდებიან.

როგორც ცნობილი ხდება, ბავარიელები მანუელ ნოიერის სრულფასოვან შემცვლელს ეძებენ. დონარუმას ალტერნატიულ ვარიანტად კი “ბარსელონას” კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სახელდება.

მანუელ ნოიერის ტრავმის გამო, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა, “ბაიერნი” იძულებული არის, რომ გერმანელი მეკარის შემცვლელი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “რეკორდმაისტერის” კარს სვენ ულრაიხი იცავს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს თავს არც ისე კარგად ართმევს.

რაიოლამ დონარუმა მადრიდის “რეალს” შესთავაზა

Mediaset Premium-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ პირადად შესთავაზა ახალგაზრდა იტალიელი მეკარე მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას.

როგორც იცით, 18 წლის მეკარეს “როსონერისთან” მხოლოდ ერთი სეზონიი აკავშირებს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაც სამკაოდ გართულებულია.

თუმცა, ფლორენტინო პერესი გუნდის ამჟამინდელ პირველ ნომერს, კეილორ ნავასს სრულ ნდობას უცხადებს და დონარუმას გადაბირების შანსზე უარის თქმას აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ სიტიც” გამოთქვამს.

პეპ გვარდიოლამ ჯანლუიჯი დონარუმასა და ხამეს როდრიგესს შეაქო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საუბრისას ხამეს როდრიგესისა და ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლებლობები შეაფასა.

“დონარუმა უმაღლესი დონის მეკარეა, ამაში ეჭვი არ მეპარება. 18 წლის ბიჭის კვალობაზე, მას უდიდესი ნიჭი აქვს,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას.

ხოლო, როდესაც ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა 25 წლის ხამეს როდრიგესი პრემიერ ლიგაში გაბრწყინებას, მან განაცხდა: “რა თქმა უნდა, მას ეს შეუძლია.

მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. გააჩნია, როგორ გუნდში მოხვდება და რა პოზიციაზე ითამაშებს,” – დაამატა მან.

“მანჩესტერ სიტი” მზადაა, დონარუმასათვის 120-150 მილიონი გაიღოს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები იტალიური “როსონერის” მმართველთათვის ასტრონომიური შეთავაზების გაკეთებას აპირებენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 18 წლის იტალიელ მეკარეს ინგლისურ კლუბში კლაუდიო ბრავოსა და ვილი კაბალიეროს ჩანაცვლების იდეალურ კანდიდატურად მიიჩნევენ.

მილიარდელი შეიხ მანსურის მფლობელობაში არსებული “მანჩესტერ სიტი” მზადაა, დონარუმასათვის 120-150 მილიონი ევროც კი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი დონარუმას ტურინულ “იუვენტუსსაც” საკმაოდ ხშირად უკავშირებენ.

დონარუმადან მოიზ კინამდე: როგორი იქნება იტალიის ნაკრები ევრო 2020-ზე?

გამომდინარე იტალიის ნაკრების უდიდესი ისტორიისა, ევრო 2016-ზე “აძურის” შემადგენლობა ყველაზე სუსტი იყო ბოლო ათწლეულების მანძილზე.

საინტერესოა, როგორი შემადგენლობით ითამაშებს იტალიელთა საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე…


მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა

მატჩი ნაკრებში: 2

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 21

ფაქტი: 2016/17 წლების სეზონში, დონარუმამ 25 მატჩიდან რვაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.


ცენტრალური მცველი: ალესიო რომანოლი

მატჩი ნაკრებში: 4

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: სერია ა-ს მიმდინარე სეზონში დუელთა 54 პროცენტი რომანოლის გამარჯვებით დასრულდა


ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბონუჩი

მატჩი ნაკრებში: 67

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 33

ფაქტი: იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ბონუჩის მიერ გაკეთებულ გადაცემათა 87 პროცენტი ზუსტი გამოდგა.


ცენტრალური მცველი: დანიელე რუგანი

მატჩი ნაკრებში: 2

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: რუგანიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ორჯერ სცადა კარში დარტყმა და ორი გოლი გაიტანა.


მარჯვენა მცველი: ალესანდრო ფლორენცი

მატჩი ნაკრებში: 24

კლუბი: “რომა”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 29

ფაქტი: სერია ა-ს 9 მატჩში ფლორენციმ საკუთარ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.


ცენტრალური ნახევარმცველი: მანუელ ლოკატელი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 22

ფაქტი: ლიგის 18 მატჩში ლოკატელიმ “მილანის” მაისურით ორი გოლის გატანა მოახერხა.


ცენტრალური ნახევარმცველი: მარკო ვერატი

მატჩი ნაკრებში: 19

კლუბი: “პსჟ”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 28

ფაქტი: ვერატიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.


ვინგერი: ფედერიკო ბერნანდესკი

მატჩი ნაკრებში: 7

კლუბი: “ფიორენტინა”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: ბერნანდესკიმ მიმდინარე სეზონში “ფიოტენტინას” მიერ გატანილ 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 4 ასისტი)


ვინგერი: დომენიკო ბერარდი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “სასუოლო”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: სერია ა-ს 9 მატჩში ბერარდიმ ორი გოლის გატანა შეძლო.


ვინგერი: მოიზ კინი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 20

ფაქტი: მოიზ კინმა იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.


ფორვარდი: ანდრეა ბელოტი

მატჩი ნაკრებში: 5

კლუბი: “ტორინო”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: ჩემპიონატის 22 მატჩში ბელოტიმ 17-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

დონარუმამ მილოცვების ყურების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

25 თებერვალს, “მილანის” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა 18 წლის გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს თანაგუნდელებმა, მეგობრებმა და ახლობელმა ადამიანებმა დაბადების დღე ვიდეო-მიმართვებით მიულოცეს.

“როსონერის” ბაზაზე მისულ დონარუმას სწორედ მილოცვების ამსახველი ვიდეო უჩვენეს, რის შემდეგაც მან ცრემლები ვერ შეიკავა.

იხილეთ ვიდეო

TOP 10: საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელები

ესპანურმა, საკმაოდ ავტორიტეტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.


10. ოიარზაბალი (19), “რეალ სოსიედადის” ვინგერი


9. ემბოლო (20), “შალკეს” ნახევარმცველი


8. დოლბერგი (19), “აიაქსის” ფორვარდი


7. სარი (18), “ნიცას” მცველი


6. რუბენ ნევესი (19), “პორტოს” ნახევარმცველი


5. მბაპე (18), “მონაკოს” ფორვარდი


4. რეშფორდი (19), “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი


3. რენატო სანჩესი (19), “ბაიერნის” ნახევარმცველი


2. დონარუმა (17), “მილანის” მეკარე


1. დემბელე (19), “ბორუსია დორტმუნდის” ვინგერი


Tuttosport-მა 2016 წლის “ოქროს ბიჭუნას” ვინაობა გაამხილა

მიუნხენის “ბაიერნისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, რენატო სანჩესი 2016 წლის ოქროს ბიჭუნად დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამ ღონისძიების ორგანიზატორთა გაზეთი, Tuttosport ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ყოველწლიურად გასცემენ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. ახალგაზრდა პორტუგალიელი ფორვარდი აღნიშნულ ჯილდოს ორშაბათის ცერემონიალზე ჩაიბარებს, რომელიც მონტე კარლოში გაიმართება.

ამ ტიტულისთვის ბრძოლაში “ბაიერნის” ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ფორვარდი, მარკუს რეშფორდი და “ბაიერნის” ფრანგი შემტევი, კინგსლი კომანი დაჯაბნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულში “მილანის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმაც შევიდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ტიტული, რომლის მფლობლის ვინაობასაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების 30 წარმომადგენელი ირჩევს, გასულ წელს “მანჩესტერის” შემტევს, ანტონი მარსიალს გადასცეს.

ეს პრიზი ასევე მოგებული აქვთ: უეინ რუნის, მარიო ბალოტელის, სერხიო აგუეროსა და პოლ პოგბას.

დონარუმასთვის ბრძოლაში ინგლისური გრანდიც ჩაება

ინგლისური საიტი, Goal.Com-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” “მილანის” ახალგაზრდა მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი ინტერსდება.

17 წლის სპორტსმენს უკვე ჰქონდა იტალიის ნაკრებში დებიუტი. მის ქვეყანაში დონარუმას ბუფონის შემცვლელად მიიჩნევს. მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონიდან 60-70 მილიონამდე აიწია. ცნობილია, რომ ამ მოთამაშით, “ჩელსის” გარდა, “რეალი” და “იუვენტუსიც” ინტერესდებიან.

“მილანი” კი დონარუმას გაშვებას არ აპირებს და სურს ჯანლუიჯის კონტრაქტი 2017 წლის 25 თებერბვალს – ანუ მის მე-18 დაბადების დღეს გაუხანგრძლივოს. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება დონარუმას კარიერა.

ანტონიო კონტეს მიერ დაწუნებული მომავალი თაობა

მართალია, რომ იტალიისათვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მტკივნეულად, გერმანიასთან განცდილი დასანანი მარცხით დასრულდა, თუმცა, ამავდროულად გამოჩნდა ძალიან დიდი დადებითი მხარეებიც . მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ბიჭებმა საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხეს, “სკუადრა აძურა” მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე.

მათ მიერ ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები მატჩი მართლაც რომ სანიმუშო იყო თითოეული ფეხბურთელისათვის. იტალიელები გუნდურად მუშაობდნენ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონტეს სელექციას სამართლიანად აკრიტიკებდნენ. მან რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგებოდა.

“ჩელსის” ახალი თავკაცი ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანას აკლდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

თუმცა სიმართლე სხვაგვარია, იტალიას მართლა ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობა ადრე თუ გვიან მაინც გამოიჩენს თავს. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ჯამპიერო ვენტურას თანადგომას ნამდვილად იმსახურებენ.


ანდრეა ბელოტი (22 წლის ; “ტორინო”)

80

ამ დროისთვის იტალიელებს ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში აქვთ. ევრო 2016-ზე მეტოქეთა კარის აღებაზე ედერი და გრაციანო პელე ზრუნავდნენ. პირველი მათგანი 29 წლის გახლავთ, ის მთელი სეზონის მანძილზე საშინელ ფორმაში იმყოფებოდა. მეორე კი 30 წლის არის და ვერც ის ახერხებდა რეგულარულად თამაშს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონტემ მათგან მაინც საუკეთესო მიიღო, მაგრამ უკვე დროა, რომ შანსი ანდრეა ბელოტისაც მიეცეს.

22 წლის ფეხბურთელი “ტორინოს” ერთი წლის წინ შეუერთდა 7.5 მილიონ ევროდ. ბელოტიმ მალევე გაიარა ადაპტაცია იტალიურ გუნდში და სადებიუტო სეზონში შესანიშნავი შედეგი “დადო” – 12 გოლი სერია ა-ს 35 მატჩში. ბელოტი საკმაოდ ღონიერი, სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც უძლიერესი დარტყმა აქვს. ამასთანავე კარგად ეხმარება მველებსაც.


მარკო ბენასი (21 წლის ; “ტორინო”)

1

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ვენტურამ ნაკრებში გამოიძახოს “ტორინოს” ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ბენასია, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მას უკვე დაუგროვდა. ბენასი კონტემაც გამოიძახა, როდესაც “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის სანაკრებო დებიუტი არ შემდგარა. რაც შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.

გასული სეზონი ბენასისთვის საუკეთესო იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნახევარმცველია იტალიაში. ის დიდად არ განსხვავდება “იუვენტუსის” 23 წლის ფეხბურთელისაგან (სტეფანო სტურარო), რომელმაც ევრო 2016-ში მიიღო მონაწილეობა.


დომენიკო ბერარდი (21 წლის ; “სასუოლო”)

1

ის მხოლოდ 21 წლის არის, მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო ბერარდის საფეხბურთო სამყარო კარგა ხანია რაც იცნობს. გასული სეზონი მისთვის მესამე იყო იტალიის საუკეთესო ჩემპიონატში. ყოველი მათგანი ბერარდიმ “სასუოლოს” მაისურით ჩაატარა. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლთა რიცხვი ერთ ციფრში გამოისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონში ის იმდენად პროდიქტიული არ იყო, ბერარდი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია ევროპის მასშტაბით. პოზიციურად ის საკმაოდ სწორად მოქმედებს, არის სწრაფი და ძალიან ტექნიკური. ერთი-ერთზე მის წინააღმდეგ თამაში უზომოდ სახიფათო. მარცხენა ფეხით მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელთა ახალი თავკაცი 4-3-3 ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს, ბერარდი საკმაოდ საჭირო ფეხბურთელი გახდება გუნდისათვის, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ის ძალიან პროდიქტიულად თამაშობს.

თუმცა, ჯერ მან დისციპლინასთან უნდა მოაგვაროს საქმე.


ჯანლუიჯი დონარუმა (17 წლის ; “მილანი”)

1

სინიშა მიჰაილოვიჩმა “მილანის” მწვრთნელის ფუნქციები ერთ სეზონზე ნაკლები დროის მანძილზე შეასრულა. ის საშინელი შედეგებისა და არასახარბიელო სათამაშო სტილის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, ამ დროის მანძილზე მან ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მან დიეგო ლოპესი სკამზე დასვა და შანსი მისცა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.

მაშინ მიჰაილოვიჩის ეს სვლა ცხელ გულზე გაკეთებულ საქმედ მიიჩნიეს, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველამ აღიარა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი 38 წლის გახლავთ, მისი “აღსასრული” ახლოვდება. ბუფონის “სეხნიას” კი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე სათანადოდ ჩაანაცვლოს.


ადამ მასინა (22 წლის ; “ბოლონია”)

1

“ბოლონია” იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნას გადარჩა, რაშიც დიდი წვლილი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუძღვის, როგორიც ადამ მასინა არის. ძლიერი, პროგრესულად მოაზროვნე და დინამიკური – ასე შეიძლება დავახასიათოთ “ბოლონიელთა” მარცხენა მცველი.

რობერტო დონადონის თავკაცობით მას უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე უწევდა თამაში, თუმცა, დელიო როსი მასში ფლანგზე მოთამაშე მცველსაც ხედავდა. 3-5-2 ფორმაციაში მასინას ადგილი ნამდვილად უნდა მოიძებნოს.


ალესიო რომანოლი (21 წლის ; “მილანი”)

1

როგორც იცით, გასულ ზაფხულში “მილანი” ცენტრალური მცველის ძიებით იყო დაკავებული. საბოლოოდ “როსონერის” სკაუტებმა ალესიო რომანოლის მიაკვლიეს. “რომასთან” წარმოებული გაწელილი მოლაპარაკებების წყალობით 21 წლის მცველი მილანურ ბანაკში გადაბარგდა.

რომანოლი საკმაოდ მალე იქცა “როსონერის” დაცვის ლიდერად. სეზონის ბოლოსკენ ის არა მარტო დაცვის, არამდე გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რომანოლი თავის მარცხენა ფეხს მაქსიმალურად იყენებს, მისი პასების უმეტესობა ზუსტია.

მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და თამაშის კითხვის უნარის წყალობით, რომანოლის ღირსეულად შეუძლია ჯორჯო კიელინის ჩანაცვლება იტალიის ნაკრებში.


დანიელე რუგანი (21 წლის ; “იუვენტუსი”)

1

“ემპოლიში” არენდის წესით გატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ (2014-15), დანიელე რუგანი “იუვენტუსში” დიდი იმედებით დაბრუნდა. მაგრამ, პირველი 6 თვის მანძილზე, ბრწყინვალე BBC-ის (ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი) გადამკიდე, მან “ბებერი ქალბატონის” რიგებში თავის გამოჩენა ვერ მაოხერხა.

საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა გამოცდილი თანაგუნდელების ტრავმების წყალობით იხეირა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც “იუვეს” ძირითადში უფრო ხშირად თამაშისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC-ს წყალობით, რუგანი, ინტელიგენტი ცენტრალური მცველი დღითი-დღე პროგრესირებს. უახლოეს მომავალში, იტალიის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რუგანია, აუცილებლად დასჭირდება.

ჯანლუიჯი დონარუმას შესანიშნავი სეივი “კარპისთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

21 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კარპი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 90-ე წუთზე, მასპინძელთა კაპიტანს, რიკარდო მონტოლივოს “კარპის” ფეხბურთელმა ბურთი აართვა, საბოლოოდ მან დარტყმაც მოახერხა, ბურთი კი 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია.

“მანჩესტერ იუანიტედსა” და “ჩელსის” დონარუმას შეძენა სურთ

Football Italia-ს ცნობით, ინგლისურ კლუბებს – “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” “მილანის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენა სურთ.

“როსონერის” 16 წლის კარის დარაჯი გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს, რითაც მან პრემიერ ლიგის გრანდების ყურადღება მიიპყრო.

“ჩელსი” რომ დონარუმათია დაინტერესებული, ამას მარკო ამელიაც ადასტურებს, რომელიც ლონდონელებს სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ადრიანო გალიანი დონარუმასთვის ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომელიც ძალაში 2017 წელს შევა, როცა მეკარე სრულწლოვანი გახდება.