„მგზავრებმა“ ა-ლიგაში დაქვეითებულ „აკადემიას“ მოუგეს

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „აკადემიასა“ და „მგზავრებს“ შორის საკალათბურთო სუპერლიგის პლეიაუტის მორიგი მატჩი, „მგზავრების“ გამარჯვებით, 97:89 დასრულდა.

სტატისტიკურად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო – „მგზავრების“ ფორვარდის მონაგარმა 29 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი შეადგინა. მასზე 1 ქულით ნაკლები „აკადემიას“ უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. გარდა ამისა, მან 3 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ამით „მგზავრებმა“ მე-15 მატჩი მოიგეს და მე-5 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ. შემდეგი მატჩი ბუბა ბერიშვილის გუნდს 17 მაისს „ოლიმპთან“ ელის. ბოლოადგილოსანი „აკადემია“, რომელსაც სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს, 16 მაისს „რუსთავს“ შეხვდება.

„აკადემია“ – „მგზავრები“ 89:97 (24:28, 24:24, 22:20, 19:25)

მატჩის სრული სტატისტიკა

ბერიშვილი: „დინამომ“ საჩუქარი გაგვიკეთა“

„მგზავრების“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა „რუსთავთან“ ანგარიშით 79:76 მოგებული მატჩი შეაფასა.

„აკადემიასთან“ მატჩზე არ ვფიქრობთ, მანამდე „სოხუმთან“ გვაქვს მთავარი ბრძოლა, რომლის გამარჯვებულიც პლეი ოფში გავა. ესე ვთქვათ, ეს საჩუქარი გუშინ „დინამომ“ გაგვიკეთა, რომელმაც „სოხუმს“ მოუგო და ჩვენ ბოლო 3 ტურის მოგების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსი მოგვცა. „რუსთავთან“ მატჩს მომზადებულები შევხვდით და ტაქტიკურად ვერას გავხდებოდით, ბიჭებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ“, – ციტირებს ბერიშვილს სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

„მგზავრებმა“ რუსთავში მოიგეს, „ბათუმმა“ „აკადემია“ დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი რუსთავსა და ბათუმში შედგა.

ქვემო ქართლში ადგილობრივმა გუნდმა „მგზავრებს“ უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით, ორივე მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ტურამდე, როგორც „რუსთავს“, ასევე „მგზავრებს“, 37 ქულა ჰქონდათ. დღევანდელი მატჩი კი „მგზავრების“ 3-ქულიანი გამარჯვებით, 76:79 დასრულდა.

პირველი მეთხედი „რუსთავმა“ ერთქულიანი ჰანდიკაპით (23:22) მოიგო, თუმცა მეორე ათწუთიანი პერიოდის შემდეგ სტუმრები 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ (37:45). ამ პერიოდში რუსთაველთა მხრიდან აღსანიშნავი იყო კაელ ტურპინი, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში გუნდს დაეხმარა, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარშიც ჩატენა.

შესვენების შემდეგ რუსთაველები უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ხუთ წულამდე შეამცირეს. ბოლო მეოთხედის მიმდინარეობისას რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა „მგზავრები“ თამაშში მალე დაბრუნდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 33 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 74:74 იყო, კაჰიმ რენსომმა მეტოქის ფარში სამქულიანი სროლის ჩაგდება შეძლო, რამაც შეხვედრის შედეგზე იმოქმედა. 1 წამით ადრე „რუსთავი“ შეტევაში დაჯარიმდა, რეჯი მურფის ორიდან ერთი სროლა (პირველი) ზუსტი გამოდგა.

„რუსთავის“ მხრიდან 34 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ნიკოლა გაჩეშა გამოირჩა. სათქმელია, რომ რუსთაველთა გამთამაშებელმა ლევან გამყრელიძემ 2 ქულასთან და 6 მოხსნასთან ერთად 18 პასი მიითვალა, რითიც პასების მხვრივ სეზონში თავისივე და ზოგადად სუპერლიგის შედეგი გააუმჯობესა. „მგზავრებიდან“ 21 ქულა, 4 პასი და 5 მოხსნა კაჰიმ რენსომმა მიითვალა. მასზე 1 ქულით ნაკლები რეჯი მურფიმ დააგროვა, რომლის ანაგრიშზე ასევე 11 მოხსნაა.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ 39 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს. ამჟამად ბერიშვილის გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, რომელიც ოც აპრილს შედგება, „მგზავრების“ მეტოქე სწორედ „სოხუმი“ იქნება. რაც შეეხება „რუსთავს“, ის აუტსაიდერ „აკადემიას“ 23 აპრილს შეხვდება.

„რუსთავი“ – „მგზავრები“ 76:79 (23:22, 14:23, 17:14, 22:20)

მატჩის სრული სტატისტიკა

გათამაშების ცხრილის ლიდერმა „ბათუმმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ 21 ქულით დაამარცხა (110:89). აჭარელთა მხრიდან 22 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო ლეონიდ შტეფანიშინი იყო. „აკადემიადან“ 25 ქულა და 10 მოხსნა აკაკი ლომოურმა მიითვალა.

26 ტურის შემდეგ „ბათუმს“ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით უსწრებს. „აკადემია“ 31 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და მე-7 საფეხურზე მყოფ „ოლიმპს“ 4 ქულით ჩამორჩება.

„ბათუმი“ – „აკადემია“ 110:89 (27:20, 25:22, 28:20, 30:27)

მატჩის სრული სტატისტიკა

ბერიშვილი: „ძალიან რთული თამაში იყო“

„მგზავრების“ თავარმა მწვრტნელმა ბუბა ბერიშვილმა „ბათუმთან“ გასვლაზე ანგარიშით 74:71 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ძალიან რთული თამაში იყო, ბათუმი ნამდვილად არ არის სუსტი გუნდი და, აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავიჭირეთ ტემპი, ვცდილობდით, ბოლომდე შეგვენარჩუნებინა. არ მინდა იმ მიზეზებზე ვისაუბრო, რამაც თამაშის შეწყვეტა გამოიწვია. ვიგებდით 20 ქულას და ბუნებრივია შეფერხებამ ჩვენც შეგვაფერხა. პლიუს ამას, გვაკლდა 2 ლეგიონერი – რეჯი მერფი, რომელიც ტრამვირებულია და ტერი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. ჩემი გუნდის მადლობელი ვარ, რადგან კარგად შეასრულეს დავალება. მინდა მივულოცო მათ გამარჯვება“, – ციტირებს ბერიშვილს სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

„მგზავრებმა“ სტუმრად „ბათუმი“ დაამარცხეს

საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის პირველ მატჩში ცხრილის ლიდერმა „ბათუმმა“ „მგზავრები“ მიიღო.

წინა ტურში „ბათუმმა“ თბილისში „დინამო“ შთამბეჭდავი ანგარიშით – 80:60 დაამარცხა, „მგზავრებმა“ კი „ქუთაისთან“ 67:77 წააგეს. ამჯერად კი გამარჯვება თბილისელებმა იზეიმეს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა ბოლო წუთებზე ბრძოლით ანგარიშით 74:71 მოიგო.

არადა, უკვე პირველი პირველი მეოთხედის შემდეგ „მგზავრები“ 8 ქულით – 21:13 იგებდნენ. დიდი შესვენების წინ ბერიშვილი გუნდმა სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა და ანგარიშით 41:28 იგებდა. მესამე ათწუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა სხვაობა ოთხი ქულით შეამცირეს. ბოლო მეოთხედში „ბათუმმა“ მკვეთრად მოუმატა, მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრა (71:71). 19 წამით ადრე „მგზავრები“ ერთი ქულით იგებდნენ, „ბათუმმა“ წუთშესვენება აიღო. ოთხი წამით ადრე კი წირექიძემ ორქულიანი ჩააგდო და და საბოლოო ანაგრიში, 71:74 დააფიქსირა.

„მგზავრების“ მხრიდან 21 ქულით, 7 მოხსნითა და 8 ასისტით საუკეთესო რაშად რენსომი იყო. „ბათუმის“ რიგებიდან 20 ქულით, 3 მოხსნითა და 4 ასისტით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა.

„ბათუმი“ – „მგზავრები“ 71:74 (13:21, 15:20, 20:16, 23:17)

მატჩის სრული სტატისტიკა

„მგზავრები“ – „ქუთაისი“ 65:77 (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ „მგზავრებსა“ და ქუთაისს“ შოირის საქართველოს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე წრის პირველი ტურის მატჩის ფოტომიმოხილვას.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ქუთაისის“ გამარჯვებით, 77:65 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

„დინამომ“ წელიწადი ზედიზედ მეექვსე მოგებით დაასრულა, „მგზავრებმა“ ბოლო წამზე გაიმარჯვეს

დღეს, ახალ სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები შედგა.

“აკადემია“ – „რუსთავი“ 73:86

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „აკადემია“ შეხვდნენ. ეს დაპირისპირება საინტერესო იმით იყო, რომ წინა ტურში „აკადემიამ“ სეზონის მეორე მატჩი მოიგო, რუსთაველებმა კი ცუდი შედეგებისა და ბოლოსწინა ადგილზე დაშვებიუს გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხეილ ბერუაშვილი გაათავისუფლეს. ამის მიხუედავად, „რუსთავმა“ დღეს საკმაოდ ადვილად მოიგო და მეტოქეს ანგარიშით 86:73 სძლია.

საუკეთესო ქვემო ქართლელთა რიგებში 18 ქულით გაჩეშა იყო, სამაგიეროდ, „აკადემიას“ ლიდერმა მაურის ბრიგსმა ამჯერად 28 ქულა დააგროვა. არადა, „ბათუმთან“ ნახსენებ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 40 ქულა შეადგინა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

შემდეგ ტურში, რომელიც 9 იანვარს გაიმართება, „აკადემია“ მგზავრებს შეხვდება, „რუსთავი“ კი – „ოლიმპს“.

მატჩის სრული სტატისტიკა

„ოლიმპი“ – „დინამო“ 69:79

ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა „ოლიმპი“, თავის მხვრივ, „დინამომ“ ამით 2015 წელი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით დაასრულა.

არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ კაზანჯიანის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა (23:17) ჰქონდა. მეორე მეოთხედში „დინამომ“ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა ბოლო წამზე „ოლიმპიდან“ მასხულია 3 ქულით გამოირჩა – დიდი მეოთხედის წინ „დინამოელები“ 39:40 მარცხდებოდნენ. ამ პერიოდში ხოშტარიას გუნდის რიგებიდან საუკეთესო 10 ქულით აბრი მაკალპინი იყო, „ოლიმპიდან“ კი 9 ქულით ბაინუმი გამოირჩა. მესამე მეოთხედში „დინამომ“ 11 ქულით დაწინაურება შეძლო, რამაც, საბოლოოდ, შეხვედრის ბედზე იმოქმედა და გადამწყვეტ მეოთხედის შემდეგ „დინამოელებმა“ 79:69 გაიმარჯვეს.

დინამო-ოლიმპი_9589

საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 21 ქულით გიორგი შარაბიძე იყო, „ოლიმპიდან“ კი 14 ქულთ რევაზ როგავა გამოირჩა.

დინამო-ოლიმპი_9565779

შემდეგ ტურში „დინამო“ „ქუთაისთან“ პრინციპულ მატჩს გამართავს, „ოლიმპი“ კი წაგებათა სერიის დასრულებას „რუსთავთან“ შეეცდება.

მატჩის სრული სტატისტიკა

„სოხუმი“ – „მგზავრები“ 79:81

ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა „სოხუმიც“,  რომელიც წინა ტურში „დინამოსთან“ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა, როგორც მაშინ, ისევე დღეს, საბოლოოდ, დამარცხდა.

„მგზავრებთან“ დღევანდელი შეხვედრის პირველი ორი მეოთხედის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ორი ქულით მარცხდებოდა, მესამე მეოთხედში კი ათქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეძლო. ამის მიუხედავად, ბუბა ბერიშვილის კალათბურთელებმა მეტოქის ათქულიანი უპირატესობის განეიტრალება შეძლეს, ბოლო შეტევა კი სწორედ „მგზავრების“ იყო, რომელიც ბოლო წამზე კახაბერ ჯინჭარაძის ჩაგდებით დაგვირგვინდა.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ სატურნირი ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, ორი ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი „სოხუმი“ კი მეხუთე საფეხურზე დაეშვა.

მატჩის სრული სტატისტიკა 

„მგზავრებმა“ „რუსთავს“ მოუგეს, „დინამომ“ „სოხუმთან“ მატჩი გადაარჩინა

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი ორი მატჩი შედგა.

პირველ შეხვედრაში „რუსთავი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ. წინა ტურში ბუბა ბერიშვილის გუნდმა „ოლიმპის“ დამარცხება მოახერხა და დღესაც გაიმარჯვა. პირველი მეოთხედი რუსთაველთა გამარჯვებთ, 18:16 დასრულდა. მეორე მეოთხედში „მგზავრებმა“ ათქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს და დიდი შესვენების წინ 41:41 იგებდნენ, რამაც შეხვედრის ბედზეც იმოქმედა. დარჩენილ ორ მეოთხედში „რუსთავმა“ თამაშის სცენარი ვერ შეცვალა და, საბოლოოდ, 68:75 დამარცხდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო 18 ქულით ლევან გრძელიძე იყო, „რუსთავიდან“ კი ქულების იგივე რაოდენობით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა.

მატჩის სრული სტატისტიკა

მეორე მატჩი ერთმანეთს „სოხუმსა“ და „დინამოს“ შედგა. სათქმელია, რომ ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველი ემთხედი 22:10 მოიგო, რისი წყალობითაც მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. შეხვედრის ბოლოს კი „დინამომ“ მოუმატა და იმდენი მოახერხა, რომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. არადა, მთელი მატჩის განმავლობაში „დინამოელები“ ხშირად სამქულიანებს ისვრიდნენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, არაზუსტად. საბოლოოდ, ოვერტაიმში უკეთესი „დინამო“ გამოდგა და ანგარიშით 72:68 გაიმარჯვა.

საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 18 ქულით მიხეილ ბერიშვილი იყო. მასზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები გიოგი შარაბიძემ დააგროვა. „სოხუმიდან“ 21 ქულით ფილიპ მილერი გამოირჩა.

მატჩის სრული სტატისტიკა

ამ გამარჯვებით „დინამომ“ 20 ქულა დააგროვა და ახლა „ქუთაისთან“ და „ბათუმთან“ ერთად ცხრილს ლიდერობს.

„დინამო“ – „მგზავრები“ (ფოტომიმოხილვა)

როგორც მოგახსენეთ, დღეს საქართველოს სუპერლიგის რეგულარული სეზონის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. წარმოგიდგენთ „დინამოსა“ და „მგზავრების“ შეხვედრის ფოტომიმოხილვას.

ცნობისთვის, აღნიშნული თამაში „დინამოელთა“ გამარჯვებით, 48:42 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: