“არსენალი” მბაპესთვის 125 მილიონ ფუნტს ამზადებს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ “მონაკოს” ფრანგი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს გადაბირებისთვის, რომლის მიმართაც ინტერესს ევროპის არაერთი დიდი კლუბი იჩენს.
The Mirror-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” მზად არიან ლიგა 1-ის ჩემპიონთა ლიდერის სანაცვლოდ 125 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და ამით მსოფლიო სატრანსფერო რეკორდიც დაამყარონ.
ბელერინს “ბარსელონაში” უნდა
ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ესპანელი მცველი, ექტორ ბელერინი პრე-სეზონის დაწყებამდე “მეთოფეთა” უფროსებთან სპეციალური შეხვედრის გამართვას აპირებს, სადაც მათ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა ამცნოს.
Marca-ს ცნობით, ბევრი ფიქრის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ კარიერას ისეთ დიდ კლუბში გააგრძელებს, როგორიც “ბარსელონაა”.
ჩალჰანოღლუს “მილანამდე” ერთი ნაბიჯი აშორებს
Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელი, ჰაკან ჩალჰანოღლუ ძალიან ახლოს არის “მილანში” გადასვლასთან.
მართალია, თავიდან გერმანული კლუბი თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ “როსონერიმ” 22 მილიონის გადახდასა და ბონუსების სახით 3 მილიონი ევროს გაწერაზე მაინც დაითანხმა.
ჰოლტბი პრემიერ ლიგას უბრუნდება?
ბრიტანულ პრესაში “ჰამბურგის” 26 წლის ნახევარმცველს, ლუის ჰოლტბის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
The Mirror-ის ცნობით, “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს, რომლის სანაცვლოდაც გერმანელები 5 მილიონ ფუნტს ითხოვენ, “ბორნმუთისა” და “ნიუკასლის” ხლემძღვანელები არიან დაინტერესებულნი.
“ინტერი” ვიდალის, ნაინგოლანისა და კეიტას ტრანსფერებზე მუშაობს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა უკვე შეადგინეს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა გადაბირებასაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.
Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ნერაძურის” ხელმძღვანელები სამ ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობენ – საუბარია არტურო ვიდალის, რაჯა ნაინგოლანისა და ნაბი კეიტას დამატებაზე.
როგორც იცით, სერია ა-ში მოთამაშე “ინტერი” უკვე დატოვა ევერ ბანეგამ, რომელიც ესპანურ “სევილიაში” დაბრუნდა. ასევე დიდია შანსი იმისა, რომ მილანური კლუბი გარი მედელმა და მარსელო ბროზოვიჩმაც დატოვოს. ამ სიცარიელის შევსებას კი იტალიელები “ბაიერნის”, “რომასა” და “ლაიფციგის” მოთამაშეების დამატებით გეგმავენ.