ბელერინმა მოედნის ნახევარი 6 წამში დაფარა და მეტოქეს შეტევა ჩაუშალა

ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “სუონსი სიტისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (0:3) საინტერესო რამ მოხდა. უელსელთა თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მის შესაჩერებლად კი მეტოქის ნახევრიდან ახალგაზრდა მცველი ექტორ ბელერინი გამოიქცა, რომელმაც მოედნის ნახევარ მანძილზე მეტი მხოლოდ 6 წამში დაფარა და ვარდნაში გომისის შეტევის შეჩერებაც მოახერხა.

Hector Bellerin makes up over half the length of the pitch in under 6 seconds to recover and make this tackle. Wow!

Posted by Footy Vines on 2015 წლის 31 ოქტომბერი, შაბათი