ასზე მეტი წამყვანი ფეხბურთელი სიმსივნის გამომწვევი პრეპარატის მსხვერპლი შეიძლება გახდეს

ასზე მეტი ფეხბურთელი, მათ შორის ჯეიმი ვარდიც, შესაძლოა, სიმსივნის გამომწვევი პრეპარატის მსხვერპლი გახდეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Sun, ავრცელებს.

საქმე Thunder-ის მიერ გამოშვებულ თამბაქოს ნაირსახეობას ეხება, რომელსაც ევროპაში სნუსის სახელით იცნობენ. ბევრი ფეხბურთელი სიგარეტის ნაცვლად სწორედ ამ საშუალებით იღებს ნიკოტინს, თუმცა, შესაძლოა ეს მათთვის მომაკვდინებელიც გახდეს.

სნუსი დანეტიანებულ დაქუცმაცებულ თამბაქოს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელმა ტუჩსა და ღრძილს შორის უნდა მოითავსოს 5-30 წუთის მანძილზე. თუმცაღა, სიამოვნების მიზნით ბევრი განსაზღვრულ ლიმიტს არ ითვალისწინებს.

თამბაქოების ესპერტი, პროფესორი სანტონ გლანცი აცხადებს: “პირის ღრუში თავად ათავსებენ სიმსივნის გამომწვევი მომწავლელი ნივთიერებების მქონე წამალს. მსგავსი რამ დაუშვებელია.”

არსებობს სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც სნუსი ფეხბურთელს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, რასაც კატეგორიულად უარყოფს “სტოკის” ყოფილი მოთამაშე:”ჩემთვის მსგავსი რამ არავის უთქვამს და არც შემიმჩნევია, ეს უბრალოდ დასვენების საშუალებაა”.

სნუსის ერთ-ერთმა პირველმა მომხმარებელმა, ჯეიმი ვარდიმ კი 2016 წელს ასეთი განცხადება გაკეთა: “ამ პრეპარატს გაცილებით მეტი ფეხბურთელი იყენებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რიგ შემთხვევებში, სტადიონზე გამოსვლისასაც.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 აგვისტო


სანჩესი 400 000 ფუნტიან ხელფასს ითხოვს

ლონდონის “არსენალის” ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი კლუბისგან 400 000-იან ხელფასს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს, მიმდინარე კონტრაქტი ზუსტად 12 თვის შემდეგ ეწურება.


“არსენალი” ასენსიო ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი კლუბისგან მარკო ასენსიოს ტრასნფერს ითხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Epress ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი 21 წლის მარკო ასენსიოს რეგულარულ სათამაშო დროს პირდება, რისი გარანტიც მას მადრიდულ გრანდში ნამდვილად არ აქვს.


“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულია

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან.

როგორც იცით, “კამპ ნოუზე” თამაში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის ოცნებასაც წარმოადგენს, თუმცა “ლივერპული” მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.


“ევერტონი” “ჩელსისთვის” ვარდის წართმევას გეგმავს

მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” 40-მილიონიანი შემტევის, ჯეიმი ვარდის დამატებას აპირებენ, რომლისთვისაც ლონდონის “ჩელსიც” იბრძვის. ამ ინფორმაციას Sunday Mirror-იც ადასტურებს.

დიდი ალბათობით, ვარდი არჩევანს “ევერტონზე” გააკეთებს, სადაც მას უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებიან.


კილიანი გუნდს დაუბრუნდა – მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა?

ლიგა 1-ის ეგიდით, “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩამდე “მონაკოს” რიგებში გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან.

როგორც იცით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა მბაპეს ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩში თამაშის უფლება არ მისცა, რადგანაც ის თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არ იყო (ფსიქოლოგიურად), დღეს კი ის კვლავ დაბრუნდა განაცხადში.

18 წლის ფეხბურთელი “მარსელთან” გასამართი მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რაც მისი 150-მილიონიანი ტრანსფერის შანსებს ამცირებს.


ვარდისა და შექსპირისთვის “ევერტონთან” მოგება განსაკუთრებული აღმოჩნდა

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა, “ლესტერმა” საშინაო არენაზე “უოტფორდი” მიიღო და ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

შედეგად, კრეიგ შექსპირი მეოთხე მწვრთნელი გახდა, რომელმაც თავისი პირველი 5 საშინაო მატჩის მოგება შეძლო პრემიერ ლიგაში. მსგავსი რამ აქამდე მხოლოდ პელეგრინიმ, ერიქსონმა და ანჩელოტიმ გააკეთეს.

ჯეიმი ვარდი მესამე გოლის მომენტში გაკეთებული საგოლე გადაცემის წყალობით გახდა ფეხბურთელი, რომელსაც “ლესტერის” ისტორიაში პრემიერ ლიგის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (60).

ჯეიმი ვარდის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? (ვიდეო)

“ლესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს, ჯეიმი ვარდის ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ გოლის გასატანად სათანადოდ არ ირჯება, არ ცდილობს. ამიტომაც გამოიყვანა გარეთ საუტგეიტმა ის მოედანზე ლიტვასთან გამართულ მატჩში.

ვარდი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა მეტოქეთა კარში გოლის გატანა. მატჩის ბოლოსკენ კი მას ინგლისელთა უპირატესობის სამამდე გაზრდა შეეძლო, რაც არ გამოუვიდა. ეს კი საკმაოდ მტკივნეულად აღნიშნა.

ამან კი კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ლესტერისა” და “სევილიას” შორის გამართული მატჩის ერთი საინტერესო მომენტი.

გამომდინარე აქიდან, ისმის კითხვა – ხომ არ სჭირდება ჯეიმი ვარდის ფსიქოლოგის დახმარება?

როგორი თხოვნით მიმართა ლუის სუარესმა ჯეიმი ვარდის პრე-სეზონის დროს?

ჯეიმი ვარდიმ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ “ბარსელონასა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა მას მაისური სთხოვა.

“ბარსელონას” ვეთამაშებოდით და ვიცოდი, რომ ყველა ფეხბურთელი ეცდებოდა მათთვის მაისურის გამორთმევას, ამიტომაცა არავისთვის არ მითხოვია მაისურის გაცვლა.

შესვენებიდან დაბრუნებულს კი ლუის სუარესი შემხვდა, რომელმაც მკითხა, ჩემი მაისურის მისთვის მიცემა თუ შემეძლო.” – განაცხადა ინგლისის ჩემპიონმა.

ჯეიმი ვარდი: “არაყმა მომარჩინა, ლაზარეთში ყოფნისას 3-ლიტრ არაყს მივაგენი “

ჯეიმი ვარდი აღიარებს, რომ ლაზარეთში ყოფნისას მან რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების თავისებურ ხერხს მიაგნო – საუბარია არაყზე, რომელშიც მან ე.წ. “სკიტლსები” გაურია.

“განადგურებული ფეხი მქონდა – არაფრით გამორჩეული ტრავმა იყო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გრძელდებოდა. სახლში 3-ლიტრი არაყი მქონდა, რომელშიც დიდი რაოდენობის “სკიტლსები” ჩავყარე.

ერთხელ მთლიანი შეკვრა ჩავყარე, თუმცა შემდეგში უპირატესობას წითელ და იასამნისფერ ბურთულებს ვანიჭებდი, რადგანაც ფორთოხლისფერი, მწვანე და ყვითელი ბურთულები დიდად არ მომწონს. 20 სხვადასხვა შეკვრა მაინც გამოვიყენე. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ არაყი დალიოთ და მას სწორედ ისეთი გემო ექნება, როგორიც “სკიტლსებს” აქვთ.

როდესაც მოვიწყენდი, ერთ ჭიქას მოვიმზადებდი და ასე ვკლავდი დროს. არაყი მინიმალური რაოდენობის იყო, მაგრამ ჩემი ფეხისთვის, რომელიც სისხლდენას არ წყვეტდა, მეტი არ შეიძლებოდა.

როდესაც ჩემმა ფიზიოთერაპისტმა ნახა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ასე წარმატებულად მიმდინარეობდა, ძალიან გაუკვირდა. შემდეგ კი ჩემი საიდუმლო გავანდე. სანამ ამ ყველაფერს მეცნიერულ ახსნას მოუძებნიდა და მეტყოდა, რომ ეს ჩემთვის საზიანო იყო, შემაქო კიდეც.”

ვარდის მეუღლე: ” საინტერესოა, რამდენს ექნება იმის კვერცხები რომ ბოდიში მოგვიხადოს…”

მას შემდეგ, რაც ჯეიმი ვარდიმ “ლესტერ სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისმა მეუღლემ იმ გულშემატკივრებს მიმართა, რომლებმაც ის გააკრიტიკეს, მაშინ როდესაც აქტიურად იწერებოდა ვარდის “არსენალში” გადასვლაზე.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” მის 20 მილიონად გამოსყიდვის უფლების გამოყენებას აპირებდნენ, თუმცა ჯეიმი ვარდიმ არსენ ვენგერის მეთაურობით თამაშზე უარი განაცხადა.

“საინტერესოა, იმ ადამიანთაგან, რომლებიც ჩვენ გვლანძღავდნენ, რამდენს ექნება იმის კვერცხები რომ ბოდიში მოგვიხადოს … ”

“და მინდა მადლობა გადავუხადო “არსენალისა” და “ლესტერის” ნამდვილ ფანებს (რომლებიც უფრო მეტნი არიან), ჩვენი თანადგომისათვის.”

არსენ ვენგერი: “რამდენადაც მე ვიცი, ვარდი “ლესტერში” რჩება”

არსენ ვენგერმა ჯეიმი ვარდიზე საუბრისას აღიარა, რომ ინგლისელ თავდამსხმელს “ლესტერში” დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და რომ ის “არსენალში” არ გადავა.

“ამ დროისთვის ჯეიმი ვარდი “ლესტერის” ფეხბურთელია და რამდენადაც მე ვიცი, ის “ლესტერში” დარჩება.” – განუცხადა ლონდონელთა ბოსმა DESPORTS -ს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ ვარდის “არსენალში” გადასვლის საკითხზე. ცნობილი გამოცემების ცნობით ლონდონელები მისი 20 მილიონ ფუნტად გამოსყიდვის უფლების გამოყენებას აპირებდნენ.

როგორც ჩანს, აღნიშნულ ტრანსფერს წინ ჯეიმი ვარდი დაუდგა.

ჯეიმი ვარდი: “დავიწყებ თუ არა მომდევნო მატჩს სასტარტოდან? არ ვიცი”

“ლესტერ სიტისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეიმი ვარდიმ პრესასთან იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში ვერ იძებნება. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეცვლაზე შემოსულმა ჯეიმიმ ინგლისის ნაკრები გადაარჩინა.

“ყველას უნდა, რომ სასტარტოში მოხვდეს. მაგრამ ეს გუნდური თამაშია, ერთიანები ვართ. როდესაც სათადარიგო სკამიდან გიწყებს შემოსვლა, ყოველთვის ცდილობ რომ მატჩში გარდატეხა შეიტანო. საბედნიეროდ მე ეს მოვახერხე.

პირველ ნახევარშიც კარგად ვთამაშობდით. დავალება მარტივი იყო – გაგვეგრძელებინა თამაში იმავე სტილში და იმედი გვქონოდა, რომ გოლის გატანას მოვახერხებდით.

დავიწყებ თუ არა მომავალ მატჩს სასტარტოდან? უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ. ვარჯიშზე მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ამას მივაღწიო.”

Goal: ჯეიმი ვარდის შემდეგ “ლესტერს” რიად მარეზიც დატოვებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” ალჟირელ ფეხბურთელს, რიად მარეზს გუნდის დატოვება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ეცდებიან მის შენარჩუნებას.

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჩემპიონატში 17 გოლისა და 11 ასისტის გაკეთება მოახერხა, ბევრი ევროპული გრანდის გული მოიგო.

მარეზმა ინგლისის ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლის აგვისტოში გაახანგრძლივა, რის შემდეგაც ის კვირაში 35,000 ფუნტს იღებს – გაცილებით ნაკლებს ვიდრე მისი თანაგუნდელი ჯეიმი ვარდი (80, 000), რომელიც “არსენალში” გადადის.

ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ლონდონური “არსენალი” და პარიზული “პსჟ” იმყოფებიან.

ESPN: ვარდი სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ემზადება

ცნობილი ინგლისური გამოცემა, ESPN იუწყება, რომ “ლესტერ სიტის” ლიდერი, ჯეიმი ვარდი “არსენალის” ბანაკში სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ემზადება.

როგორც იცით, “მეთოფეების” მიზანი მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგება იქნება, რისთვისაც მათ შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სჭირდებათ. ვარდის გადაბირება კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

Goal-ის კორესპონდენტი, ქრის უიტლი, რომელიც სპეციალურად ამ საკითხზე მუშაობს, იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტრანსფერი მომდევნო ორ დღეში გაოფიციალურდება.

ჯეიმი ვარდი ვარჯიშზე ახალი, 168,000 ფუნტის ღირებულების “ბენტლით” გამოცხადდა

“ლესტერ სიტის” ლიდერი, რომელიც “ვესტ ჰემთან” მატჩში გაძევებულ იქნა, ვარჯიშზე ახალი მანქანით გამოცხადდა.

ჯეიმი ვარდიმ, რომელიც საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, გულშემატკივრებთან სასიამოვნო გასაუბრებაც მოაწყო და ავტოგრაფებიც დაურიგა.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, საუბარია Bentley Continental GT-ზე, რომელიც 168.000 ფუნტად არის შეფასებული. აღნიშნული მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 318 კმ/სთ გახლავთ. რაც შეეხება ნომერს (J9 VDY), მის მისაღებად ვარდის 250 ფუნტის გადახდა დასჭირდა.

მარველი

SPT_GCK_190416_ Football, Leicester City training ground. Picture Graham Chadwick. Jamie Vardy leaving training today.
SPT_GCK_190416_ Football, Leicester City training ground. Picture Graham Chadwick. Jamie Vardy leaving training today.

Seb-Header3