„ვითას“ ექს-თავკაცი: „არ გამიკვირდება, თუ გუნდი „ასტანასაც“ მოუგებს“

„ვითას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე გუნდის ვითიბი გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში პირველ გამარჯვებას გამოეხმაურა.

„ვითას“ ვითიბის გაერითანებულ საკალათბურთო ლიგაში პირველი მოგების ამბის გაგება გამიხარდა. მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობასა და დანარჩენებს ამ გამარჯვებას მთელი გულით ვულოცავ.

არ გამიკვირდება, თუ გუნდი სახლში „ასტანასთანაც“ გაიმარჯვებს. მოთამაშეებს სეზონის 2 გამარჯვებით დასრულებას, ხოლო ხელმძღვანელობას პირველი სეზონის წარუმატებლობის შემდეგ სწორი დასკვნის გამოტანას ვუსურვებ“, – განაცხადა გოოგემ Fanebi.com-თან საუბრისას.

ამჟამად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ასტანასთან“ საშინაო შეხვედრა „ვითას“ ათ აპრილს ელის.

გოოგე „ვითას“ 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე თავკაცობდა, რის შემდეგაც ის ნიკოლაის მაზურსმა ჩაანაცვლა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო:
ვითა - ვეფ რიგა_749

გოოგე: „ყოველ კვირას მოთამაშეებს ვკარგავთ“

„ცმოკი-მინსკთან“ გასვლაზე ანგარიშით 74:94 წაგებული მატჩი თბილისის „ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ შეაფასა.

„მინსკში ჩასვლა და ასეთ ჩინებულ არენაზე თამაში სასიამოვნო იყო. სამწუხაროა, რომ მებრძოლი გუნდი ვერ ჩამოვიყვანეთ. ახლა ჩვენი გუნდი იცვლება, ყოველ ტურში მოთამაშეებს ვკარგავთ. უბრალოდ, ამჟამად „ცმოკი-მინსკის“ დონის მეტოქეებთან კონკურენცია ვერ მოგაგვდის“, – ციტირებს გოოგეს ვითიბი ლიგის ოფიციალური საიტი.

„ვითას“ თავკაცის კომენტარი „ზენიტთან“ 51 ქულით განადგურების შემდეგ

კვირას თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის მორიგი მატჩი გამართა – გასვლაზე ქართული კლუბი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და 51 ქულით – 101:50 განადგურდა. განვლილი შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკოფნერენციაზე „ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ შეაფასა.

„ნებისმიერი მწვრთნელი, შედეგის მიუხედავად, გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თამაშით კმაყოფილი ან უკმაყოფილოა. ამ მხვრივ ჩემი ნამუსი სუფთაა. „ვითამ“ ის აჩვენა, რისი ჩვენებაც დღეს შეუძლია. შემადგენლობა და მომზადების დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ტაბლოზე აისახა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს მაქსიმუმზე ცუდად ვითამაშეთ ან უკეთესი კალათბურთის საჩვენებლად ვემზადებოდით, პირიქით, ამ მატჩში მაქსიმუმი ვაჩვენეთ. მიზანი მოთამაშეთა ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და საშინაო მატჩისთვის მომზადება იყო. სეზონი გრძელია – წინ კიდევ ბევრი მატჩია“, – განაცხადა გოოგემ.

როდის მიიღებენ ხელფასებს „ვითას“ მოთამაშეები?

„ვითას“ მოთამაშეებს კონტრაქტში გაწერილი ხელფასები ჯერაც არ მიუღიათ. როგორც „უნიკსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისური კლუბის თავკაცმა პაველ გოოგემ განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობამ ხელფასების გადახდას სამშაბათისთვის აპირებს.

„რამდენიმე კალათბურთელს კლუბში ჯერ პირველი ხელფასიც კი არ აუღია. კლუბის ხელმშძღვანელობა დაგვპირდა, რომ ამ პრობლემას სამშაბათს მოაგვარებს. სამშაბათის ვარჯიშის შემდეგ, რომელიც დიღომში გაიმართება, კლუბის ოფისში წავალთ და ხელფასებს მივიღებთ“, – აღნიშნა გოოგემ.