შალვა მამუკაშვილის სადებიუტო ლელო “მონპელიეში” (ვიდეო)

11 დეკემბერს, ევროპის ჩემპიონთა თასზე ნარიაშვილის, მამუკაშვილის, ქუბრიაშვილისა და მიქაუტაძის “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “კასტრი” მიიღო და მეტოქე 32:14 დაამარცხა.

ოთხივე ქართველი მორაგბე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა “მონპელიეს” რიგებში სადებიუტო ლელო გაიტანა.

სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის მე-18 წუთზე დავით ქუბრიაშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

იხილეთ მამუკაშვილის ლელო

მამუკაშვილი: “გლაზგო უორიორზი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი ამიერიდან შოტლანდიური “გლაზგო უორიორზის” ღირსებას დაიცავს.

გლაზგოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი კვაჭმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

“ვფიქრობ, “გლაზგო უორიორზი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა, რომელიც ახალ გუნდში დამეხმარება. გლაზგოში ათი დღის წინ ჩამოვედი და ყველა თანაგუნდელი კარგად შემხვდა”, – უთხრა მამუკაშვილმა glasgowwarriors.org-ს.