ანდრე შუბერტი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი გახდა

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე შუბერტი დაინიშნა. 44 წლის გერმანელი სპეციალისტი მანამდე გუნდის დროებით თავკაცად ითვლებოდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

“შუბერტმა რვა კვირის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ვიცით, რომ ჩვენი გუნდი საიმედო ხელშია, ამიტომ შუბერტს მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი შევთავაზეთ”, – აღნიშნა მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.