უხვგოლიანი ფრე უნგრელებისა და პორტუგალიელების მატჩში (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში გადამწყვეტი ტურის მატჩები გაიმართა. “სტად დე ლიონზე” ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არცერთ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული არ ჰქონდა. შეხვედრა საინტერესოდ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში ბურთს უფრო მეტად პორტუგალიელები ფლობდნენ, თუმცა უნგრელები დაცვაში საიმედოდ მოქმედებდნენ. მე-19 წუთზე კი ზოლტან გერამ ყუმბარისებური დარტყმით უნგრეტის ნაკრები დააწინაურა კიდეც. მალე ალეშ ელეკს უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მეკარე რუი პატრისიუმ იყოჩაღა. ტაიმის ბოლო პორტუგალიელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს: კრისტიანუ რონალდუმ მახვილგონივრული გადაცემით ლუიშ ნანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა – 1:1.

მატჩის მეორე ტაიმი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო, მაყურებელმა საწყის ათ წუში სამი გოლი იხილა. 47-ე წუთზე ბალაჟ ჯუჯაკმა საჯარიმო დარტყმით უნგრელები კვლავ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში რიკოშეტი იყო და მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო. 50-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ძალზედ ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 2:2. ზუსტად ხუთ წუთში ჯუჯაკმა ისევ რიკოშეტით, თუმცა ამჯერად უკვე თამაშიდან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და უნგრეთის ნაკრები ამ შეხვედრაში მესამედ დააწინაურა. 62-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ამ მატჩში მეორედ აღადგინა წონასწორობა: მოედანზე ერთი წუთის წინ გამოსულმა რიკარდო კუარეჟმამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ კი დასწრებაზე თავით რონალდუმ ითამაშა და ანგარიში კლავ გათანაბრდა – 3:3. მომდევნო ეპიზოდში უნგრეთის ნაკრებს კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა აკოშ ელეკმა ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის შუაწელს ტემპი დაეცა, ფეხბურთელები იმდენად აქტიურად აღარ უტევდნენ. საბოლოო ჯამში, ანგარიში აღარ შეცვლილა: უნგრეთის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ისლანდიამ ავსტრიასთან მატჩი მოიგო და მეორე პოზიცია დაიკავა, პორტუგალია კი მესამე ადგილზე დარჩა.

ევრო-2016
F ჯგუფი
უნგრეთი — პორტუგალია 3:3 (1:1)

უნგრეთი: კირაი; ლანგი, გუზმიჩი, იუჰაში, კორჰუტი; გერა (ბეშე 46′), პინტერი; ჯუჯაკი, ელეკი, ლოვრენჩიჩი (შტიბერი 83′); შალაი (ნემეტი 71′).
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი.

პორტუგალია: რუი პატრისიო; ვიერინია, პეპე, რიკარდუ კარვალიუ, ელიზეუ;- ანდრე გომეში (რიკარდო კუარეჟმა 61′), ვილიამ კარვალიუ, ჟოაო მოუტინიო (რენატო სანჩესი 46′), ჟოაო მარიო; რონალდუ, ნანი (დანილუ 81′).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

გოლები: გერა 19′ ჯუჯაკი 47′ 55′ — ნანი 42′, რონალდუ 50′, 62′.
გაფრთხილებები: გუზმიჩი 13′, იუჰაში 28′, გერა 34′, ჯუჯაკი 56′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

მატჩის დაწყებამდე უნგრელი ქომაგები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში ისლანიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

უნგრელი ქომაგები სტადიონის სტიუარდებსა და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრები სექტორის ბარიერზე გადაძრომასა და ქომაგების სხვა ჯგუფთან გადასვლას შეეცადნენ, რასაც სტიურდებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საქმეში პოლიცია ჩაერთო, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 1972 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში უნგრეთის ნაკრებმა ნორვეგიული ბარიერი გადალახა და ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. უნგრელებმა მეტოქე როგორც გასვლაზე, ასევე საშინაო შეხვედრაში დაამარცხეს, შესაბამისად, ანგარიშით 1:0 და 2:1.

უნგრეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სულ ორჯერ უთამაშია: შორეულ 1964 და 1972 წლებში. აღსანიშნავია, რომ 1962 წლის ტურნირზე გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რვა წლის შემდეგ კი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

უნგრეთის ნაკრებს 1986 წლის შემდეგ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. ამ წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. პლეი-ოფი (განმეორებითი მატჩი)
უნგრეთი — ნორვეგია 2:1 (ორი მატჩის ჯამში 3:1)

გოლები: პრიშკინი 14′, ჰენრიკსენი 83 (ა.გ.) — ჰენრიკსენი 87′.
გაფრთხილებები: ნადი 72′, ბიოდე 81′ — იოჰანსენი 11′, ფორენი 65′.
მთავარი მსაჯი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი).