2013 წლის ჩემპიონშიფის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელები ინგლისის ნაკრების ლიდერები არიან (კარიკატურა)

2013 წელს ჩემფიონშიფში მოთამაშე “ლესტერ სიტის” ფეხბურთელები, ჯეიმი ვარდი და ჰარი კეინი იშვიათად ხვდებოდნენ გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ხოლო, წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ულიდერებენ.

აღნიშნულ თემაზე ZEZO გთავაზობთ კარიკატურას

 

ინგლისის ნაკრების წარმატებული სერია გრძელდება

ინგლისის ნაკრებმა მსოლფიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “ლიტვის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ბალტიისპირელების კარის აღება ჟერმეინ დეფომ (21 წთ.) და ჯეიმი ვარდიმ (66 წთ.) მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურის შემდეგ ბრიტანელების ნაკრები არის ერთადერთი, რომლებსაც მიმდინარე შესარჩევში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. საბოლოო ჯამში, გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა რვაჯერ მოახერხეს მეტოქეების კარის აღება.

“სამი ლომი” მომდევნო ოფიციალურ მატჩს ივლისში, გლაზგოში, შოტლანდიის წინაარმდეგ გამართავს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

კარიკატურა: ლესტერელმა გველებმა კლოპი მოშხამეს (ფოტო)

გუშინ პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. “ლესტერ სიტიმ” “ლივერპული” მიიღო და იურგენ კლოპის შეგირდები ანგარიშით, 3:1 დააამარცხა.

სულ ცოტა ხნის წინ “მელიების” მთავარი მწვრთნელის თანამდებობდიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლეს. ბევრმა ამ ამბავში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები დაადანაშაულა და მათ გველები უწოდა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

“ლესტერმა” პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა!

დღეს პრემიერ ლიგა დაიწყო, რომელიც ძალიან დიდ ინტრიგებსა და დაძაბულ მატჩებს გვპირდება.

ნახსენები ტურნირის გახსნით მატჩში “ჰალ სიტი” და “ლესტერ სიტი” უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ გასული სათამაშო სეზონის ჩემპიონებმა ამ შეხვედრით რეკორდი დაამყარეს, რადგან აქამდე პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა წინა სათამაშო წლის ჩემპიონ კლუბს ახალი სეზონის გახსნით მატჩში მიეღოს მონაწილეობა.

რანიერი: “ძალიან გამეხარდება, თუ მაჰრეზი ასე მოიქცევა”

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.

“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან  დიდი წარმატება იქნება. “

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.

“არსენალის” ლეგენდა ვენგერს: “იყიდე ვინმე!”

ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ გრანიტ ჯაკა შეიძინა მიუხენგლადბახის “ბორუსიადან”. მათ ჯეიმი ვარდის შეძენის შესანიშნავი შანსი დაკარგეს…

ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ, დევიდ სიმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მეთოფეებს” ტრანსფერები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად. მეტიც, მან საჯაროდ მოუწოდა არსენ ვენგერს, რომ გუნდში მოთამაშეები დაიმატოს.

“არსენალს” აუცილებლად სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე ცენტრალური ნახევარმცველი. ჩვენ ვიხილავთ მომავალში, თუ რა შეუძლია ჯაკას, მაგრამ ახლა ვიერას მსგავსი პერსონაა საჭირო. ასევე, კარგი იქნება, თუ “მეთოფეები” შემტევითაც გაძლიერდებიან.”

“ვენგერი წარმატებას ვერ აღწევს რამდენიმე წელია. მან გულშემატკივრებს იმედი უნდა დაუბრუნოს. ამისთვის კი რესურსია აუცილებელი!” – განაცხადა სიმანმა.

 

რანიერიმ “ლესტერთან” ახალი კონტრაქტი გაფორმა

კლაუდიო რანიერი “ლესტერ სიტის” სათავეში გასულ ზაფხულზე ჩაუდგა. მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ იტალიელი სპეციალისტი ერთ წელში “პრემიერ ლიგის” ტიტულს მოაგებინებდა “მელიებს”, მაგრამ… ზღაპარი, სახელად “ლესტერ სიტი”, შეიქმნა.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 64 წლის მწვრთნელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ინგლისურ კლუბთან. რანიერი 2020 წლამდე იქნება “ლესტერში” და კვირაში 70 000 ფუნტს მიიღებს.

რომელი გუნდი დასახელდა “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ ნაკრებად?

გუშინ დასრულდა “ევრო 2016”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა საუკეთესო გუნდისა, გუშინ სხვა ბევრი საინეტერესოც გაირკვა: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო 11 ფეხბურთელი და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ გუნდად ინგლისის ეროვნული ნაკრები დასახელდა, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე, მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

cats

ჟირუ: “ჯეიმი ვარდის “არსენალში” თამაში სურს”

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ “ლესტერის” ერთ-ერთ ლიდერს, ჯეიმი ვარდის “მეთოფეთა” რიგებში ყოფნა სურს.

შეგახსენებთ, გუშინ კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა, რომ ლონდონური კლუბი ვარდის მიმართ ინტერესს იჩენს.

“მითხრეს, რომ ჯეიმის ჩვენს გუნდში თამაში სურს. ვფიქრობ, ეს “არსენალისათვის” ძალიან კარგი ამბავია. ვარდი ბრწყინვალე ფეხბურთელია”, – თქვა ჟირუმ.

რა გაუკეთა პეტრ ჩეხმა ჯეიმი ვარდის (ვიდეო)

14 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ლესტერს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში პეტრ ჩეხმა ჯეიმი ვარდი ასე მოატყუა:

კლოპი: “ჯეიმი ვარდი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯეიმი ვარდია.

“სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯეიმი ვარდია. რატომ? ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს. მართალია, შესაძლო ტრანსფერებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ვფიქრობ, “ლესტერს” იანვარში არავინ დატოვებს”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com-ი.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯეიმი ვარდი

5. ის არის ინგლისელი ტალანტი

პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობს და ბუნებრივია, როცა ინგლისელი თავდამსხმელი ბევრ გოლს გაიტანს, მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხებს იხდიან. მართალია, ვარდი უკვე 28 წლისაა, თუმცა ჯერჯერობით მის თამაშს დასაწუნი არაფერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯეიმი სულ ახლახანს ათამაშდა? “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა ეცადოს მის შეძენას ისე, როგორც სხვა ძალიან დიდი ტალანტების შემთხვევაში.

5

4. ჯეიმი ვარდი – ტიპური ცხრიანი

ერთადერთი ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში, რომელიც მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში თამაშობს ენტონი მარსიალია. უეინ რუნი დიდი ხანია, რაც ამ პოზიციაზე არ თამაშობს, ხოლო ჯეიმს უილსონს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა ვან გაალის ნდობა დაიმსახუროს. ჰოლანდიელ დამრიგებელს მარსიალის ტრავმის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აქვს – ფელაინი, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ტიპური ცხრიანის პოზიციაზე თამაში.

4

3. მას აქვს ძალიან კარგი სისწრაფე

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ “ეშმაკუნებს” არ ჰყავთ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც შეტევის ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს, თუ არ ჩავთვლით მემფის დეპაის. ვან გაალმაც შესანიშნავად იცის, რომ რუნი აღარაა ისეთივე სწრაფი და სხარტი, როგორიც ადრე იყო, რაც ვარდის “ოლდ ტარფორდთან” კიდევ უფრო აახლოებს.

3

2. ბოლომდე ბრძოლის უნარი

ლუის ვან გაალმა მანჩესტერელებს დაუბრუნა რწმენა, თუმცა გუნდს რაღაც მაინც აკლია. ფერგიუსონის ფეხბურთელებს თამაშის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: არ აქვს მნიშვნელობა ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული, არასოდეს დანებდე! ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, რომ მას აქვს მეომრის მსგავსი სულისკვეთება, რაც მანჩესტერელებს ყველაზე მეტად აკლიათ.

2

1. ძალიან ბევრ გოლს იტანს

ვარდი დღითიდღე უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდება, რაზეც მისი სტატისტიკაც მიგვითითებს. ის ფენომენალურ შედეგს აჩვენებს, 14 გოლი 15 მატჩში! სულ ცოტა ხნის წინ მან ნისტელროის რეკორდიც გააუმჯობესა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გოლი გაიტანა.

1

ავტორი: გოგა ნაჭყებია