მანჩინი: “ვწუხვარ, რომ რანიერი გაათავისუფლეს”

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე დაიწყო 65 წლის მწვრთნელის შემცვლელებზე საუბარი. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერები ამ პოზიციის დაკავების ფავორიტად რანიერის თანამემამულეს, რობერტო მანჩინის მიიჩნევენ.

მანჩინიმ რანიერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვწხუვარ, ჩემი მეგობრის, რანიერის გამო. მან “ლესტერის” ისტორია დაწერა. კლაუდიო აუცილებლად დარჩება როგორც “მელიების”, ასევე მთლიანად ფეხბურთის მოყვარულთა გულებში,” – აცხადებს მანჩინი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა. მან აღნიშნული პოზიცია გასულ ზაფხულში დატოვა.

რანიერიმ “ლესტერის” მიზნებზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის აუტსაიდერი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრესასთან “მელიების” მიზნებზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგა? ბევრი თვლის, რომ “სევილიასთან’ დაწყვილებით ბედმა გაგვიღიმა, მაგრამ რატომ ამბობენ ასე? მათ ხომ ზედიზედ სამჯერ მოიგეს ევროპა ლიგა. ჩვენთვის მათი ბარიერის გავლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენი პატარა ოცნებაა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არაფერი შეცვლილა – ჩვენი მიზანი 40 ქულის დაგროვებაა. გასავარდნ ზონას უნდა დავშორდეთ, ეს მნიშვნელოვანია.

იმედი მაქვს, რომ “სტოკთან” გამართული მატჩი ჩვენთვის რაღაც ახალისდასაწყისი იქნება, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.” – განაცხადა რანიერიმ.

რანიერი “ჰალთან” მარცხის შემდეგ: “ზოგჯერ გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია”

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის გახსნითი მატჩის წაგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“მათ უკეთ ითამაშეს. ვეცადეთ, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. მიზნის მისაღწევად ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ჩვენი მუშაობა ინდივიდუალური უფრო იყო ვიდრე გუნდური. მოგება გვინდოდა, თუმცა, ზოგჯერ ეს შეუძლებელია. შეცდომები დავუშვით, რომლებიც უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.

ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს სეზონი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წინა. დღეს ნორმალური მატჩი ჩავატარეთ. შეიძლება, ფრე უფრო ასახავდა მატჩის შინაარს, თუმცა წავაგეთ. გასულ სეზონში ძალიან კარგად ვთამაშობდით და იგივეს გამეორება გვმართებს.”

“პსჟ”-მ “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს დილით ადრე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “პსჟ” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მთელმა თამაშმა პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა. 26-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველი ნახევრის მიწურულს, 45-ე წუთზე იკონემ მუნიეს პასით ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში რანიერის გუნდს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით, ხოლო 90-ე წუთზე ედუარდმა კალეგარის პასით გაიტანეს და საბოლოოდ თავიანთ კლუბს 4:0 გაამარჯვებინეს.

რანიერი: “მარეზი “ლესტერში” რჩება”

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი აცხადეს, რომ მოახლოებულ სეზონში რიად მარეზი გუნდში დარჩება.

“ძალიან კარგია, თუ მას ჩვენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ჩემთვის, ყველაზე მნიშნველოვანი ისაა, რომ რიადი მოახლოებულ სეზონშიც ჩვენს გუნდში იქნება.

მარეზი აქ თავს ბედნიერად გრძნობს. მას ყოველდღე ვხედავ, მისი მჯერა. მართალია, გასულ სეზონში მიღწეული წარმატების გამეორება რთულია, მაგრამ ამბიციური გუნდი გვყავს”, – ციტირებს რანიერის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლების სეზონში, მარეზმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 17 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

რანიერი: “ძალიან გამეხარდება, თუ მაჰრეზი ასე მოიქცევა”

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.

“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან  დიდი წარმატება იქნება. “

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.

რანიერი: “თუ მარეზი სხვა კლუბზე ფიქრობს, მაშინ მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს”

“ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, რიად მარეზზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ის კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, მაშინ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ლესტერიდან” “ჩელსიში” ნგოლო კანტე გადავიდა, მარეზს კი ევროპულ გრანდებთან აკავშირებენ.

“პირველი ხუთი ტური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ დროს გამოჩნდება, შეგვიძლია, თუ არა პრემიერ ლიგის მოგებისათვის ბრძოლა.

მარეზი? თუ ის კარგად ითმაშებს, მაშინ ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. თუმცა, თუ რიადი სხვა კლუბში თამაშზე ფიქრობს, მაშინ მას სათადარიგოთა სკამზე, ჩემს გვერდით ჯდომა მოუწევს”, – ციტირებს 64 წლის სპეციალისტის სიტყვებს Sport-ი.

კანტე 99%-ით “პრემიერ ლიგის” გრანდში ითამაშებს

ნ’გოლო კანტესთვის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა გასული სეზონი. მან “პრემიერ ლიგის” ტიტული მოიპოვა “ლესტერის” შემადგენლობაში და ითამაშა საფრანგეთის ნაკრებში, რომელთანაც ერთად “ევროპის ჩემპიონატის” ფინალში მიიღო მონაწილეობა. გასაკვირი არ იყო, რომ ფრანგ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი გრანდი აცხადებდა პრეტენზიას. რანიერის კი მისი შეგირდის შენარჩუნება სურდა. “მელიების” ხელმძღვანელობა 25 წლის სპორტსმენს ახალი კონტრაქტიც კი შესთავაზა გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ…

უკვე გაირკვა, რომ კანტე სულ ცოტა ხანში ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ფრანგი მოთამაშე 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს “არისტოკრატებთან”. რაც შეეხება ხელფასს, ამის დეტალები ჯერ არაა ცნობილი. მოკლედ, კანტეს “გალურჯება” უკვე დროის საქმეა.

რანიერიმ “ლესტერთან” ახალი კონტრაქტი გაფორმა

კლაუდიო რანიერი “ლესტერ სიტის” სათავეში გასულ ზაფხულზე ჩაუდგა. მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ იტალიელი სპეციალისტი ერთ წელში “პრემიერ ლიგის” ტიტულს მოაგებინებდა “მელიებს”, მაგრამ… ზღაპარი, სახელად “ლესტერ სიტი”, შეიქმნა.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 64 წლის მწვრთნელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ინგლისურ კლუბთან. რანიერი 2020 წლამდე იქნება “ლესტერში” და კვირაში 70 000 ფუნტს მიიღებს.

კლაუდიო რანიერიმ ჯანლუიჯი ბუფონს საჩუქარი გაუგზავნა (ფოტო)

კლაუდიო რანიერიმ ტურინის “იუვენტუსის” მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს “ლესტერის” მაისური გაუგზავნა, რომელზეც გუნდის ფეხბურთელების ხელმოწერებია დატოვებული.

ბუფონმა 11 მაისს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი გაახანგძლივა, რანიერიმ კი მას საჩუქარი სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად გადასცა.

რანიერი: “იუვენტუსს” ევროპის ლიგის მოგება შეუძლია

ტურინული კლუბის ყოფილი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი “იუვენტუსს” ევროპის ლიგის ფავორიტად მიიჩნევს.

“იუვე ლიონის წინააღმდეგ? ვფიქრობ ანტონიო კონტეს გუნდს არ გაუჭირდება ფრანგების წინააღმდეგობის დაძლევა და ევროპის ლიგის მოგება. დარწმუნებული ვარ, “იუვეს” და “ლიონის” დაპირსიპირება სანახაობრივი და შთამბეჭდავი იქნება” – განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “ბებერ ქალბატონს” 2007-2009 წლებში წვრთნიდა.

რანიერის დი მარია მოსწონს

ფრანგული “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, ანხელო დი მარიას მიმართ ინტერესს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ხმებს, თითქოს ტრანსფერი უკვე გაჩარხულია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალმა” გასულ ზაფხულს ლონდონის “ტოტენჰემიდან” 100 მილიონად გარეტ ბეილი შეიძინა. უელსელის მისვლის შემდეგ, დი მარიას “სამეფო კლუბიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“დიახ, დი მარია ნამდვილად მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ის ჩვენს გუნდში არ გადმოვა”, – თქვა რანიერიმ.