“ლევანტემ” არგენტინული “ბანფილდიდან” ახალგაზრდა ნახევარმცველი მაურისიო კუერო დაიმატა.
22 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულებამ 3,2 მილიონი ევრო შეადგინა.
მაურისიო კუერომ “ბანფილდის” რიგებში ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. იგი ფლანგის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.