„მანჩესტერ იუანიტედის“ ექს-თავკაცი სერ ალექს ფერგუსონი თვლის, რომ ინგლისის პრემეირლიგის ამჟამინდელ ლიდერს „ლესტერ სიტის“ პირველ ადგილზე დარჩენა სეზონის ბოლომდე შეუძლია. ამავდროულად, შოტლანდიელი გუნდის წარმატებული სერიის დასრულებასაც არ გამორიცხავს.
„ლესტერი“ ფანტასტიკური სისწრაფისა და ენერგიის მქონე გუნდია. რა თქმა უნდა, ლიგაში ის ამჟამად საუკეთესოა. თუმცა, საკითხავია, მისი ასეთი გამოსვლა რამდენ ხანს გასტანს? ეყოფა თუ არა გუნდს რესურსი? 1992/93 წლების სეზონში, როდესაც პრემიერლიგა პირველად მოვიგეთ, „ნორვიჩი“ ცხრილს თითქმის მარტამდე ლიდერობდა. მაშინ ის დავამარცხეთ და, საბოლოოდ, ჩემპიონატის მოგებაც შევძელით.
ასე რომ, „ლესტერის“ მსგავს გუნდს, შეიძლება, პრობლემები შეექმნას. კლაუდიო რანიერის ადგილას იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას შევეცდებოდი. ასეთი თამაშით პრემიერლიგის მოგება შესაძლებელია. ვფიქრობ, კლუბის მფლობელებს ახალი ფეხბურთელების მოსაზიდად საჭირო თანხა გააჩნიათ“, – ციტირებს ფერგუსონს Goal.com-ი.