“შალკეს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გელზენკირხენულმა კლუბმა “ვოლფსბურგის” 33 წლის მცველი, ნალდო გადაიბირა.
გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც “შალკეში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, კლუბთან 2018 წლამდე ითანამშრომლებს. თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ დროს შესაძლოა კიდევ ერთი წელი დაემატოს.
“როგორც კი გავიგეთ, რომ ნალდოს შეძენა შესაძლებელი იყო, საქმეში მაშინვე ჩავერთეთ. ჩვენს ახალგაზრდა და ნიჭიერ გუნდს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიც ნალდოა აუცილებლად გამოადგება.” – განაცხადა “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა.