შვაინშტაიგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა „ვესტ ჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მეტოქე უინსტონ რეიდს სახეში ჩაარტყა, თუმცა მსაჯმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახა და 31 წლის ფეხბურთელი არ დასაჯა. შემდგომ, გერმანელმა აღნიშნულ ეპიზოდში უხეში თამაში აღიარა.

როგორც BBC წერს, სადისციპლინო კომიტეტმა შვაინშტაიგერს სამმატჩანი დისკვალიფიკაცია დაუწერა. შესაბამისად, ბასტიანი „ბორნმუტთან“ „ნორვიჩთან“ და „სტოკ სიტისთან“ შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა „ჩელსისთან“ პრინციპულ მატჩში თამაშს შეძლებს.