ქართველი 19-წლამდელები ბულგარელ თანატოლებს ხვალ “ბენდელაზე” გაეჯიბრებიან

საქართველოსა და ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებთა შორის გასამართი მეორე ამხანაგური შეხვედრა სამშაბათს, 26 იანვარს, თბილისში, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” სტადიონზე შედგება. მატჩი “ბენდელას” სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდთა შორის პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.

 

ქართველი 19-წლამდელები ბულგარელ თანატოლებთან უგოლოდ დაზავდნენ

24 იანვარს, თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, იყო სახიფათო მომენტებიც, მაგრამ სამწუხაროდ, მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. მატჩის მსვლელობაში გარკვეული კორექტივები მძიმე კლიმატურმა პირობებმაც შეიტანა. გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. მატჩის მასპინძელი სტადიონი 25 იანვარს დაზუსტდება.

 

საქართველო U19 – ბულგარეთი U19 0-0

საქართველო U19: ქურდაძე, ჩაჩუა (81′ ნემსაძე), ჭიჭინაძე (81′ მაღრაძე), ლოჩოშვილი (81′ კამლაძე), კომახიძე (60′ კობოური), ალთუნაშვილი (71′ ბაშელეიშვილი), კოხრეიძე (60′ მამუჩაშვილი), ბიძინაშვილი (71′ ქორიძე), გვარაძე (71′ ართმელაძე), გოშთელიანი (60′ ახალაძე), მიქელთაძე (81′ ლილუაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ბულგარეთი U19: მიხალოივი, მიცაკოვი (69′ მარკოვი), მინკოვი, ლიასკოვი (59′ ხრისტოვი), ივანოვი (80′ ვიდევი), პეტროვი, ალიჩკოვი (80′ მარკოვი), მაქსიმოვი, იორდანოვი, კრაევი, ცვიატკოვი (46′ იუსენოვი)

მთ. მწვრთნელი: სვეტოსლავ ტოდოროვი

სფფ-ს პრესსამსახური

ბულგარეთის მოქმედი გამარჯვებული ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი რაზგრადის “ლუდოგორეცი” ქვეყნის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება.

კლუბის ხელმძღვანელობა ეჭვს გამოთქვამს, რომ მსაჯები “ლუდოგორეცის” უშუალო კონკურენტ სოფიის “ლევსკის” ეხმარებიან. ბულგარეთის ჩემპიონატის XX ტურში “ლევსკისა” და ლოვეჩის “ლიტექსს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა სტუმართა გუნდის ორ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და მათი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რის შემდეგაც “ლიტექსის” მოთამაშეებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს. ამ დროს ისინი ანგარიშით 1:0 იგებდნენ. ამ ქმედების გამო “ლევსკის” შესაძლოა, ტექნიკური გამარჯვება ჩაუთვალონ.

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს “ლუდოგორეცი” 38 ქულით ლიდერობს, მას 3 ქულით ჩამორჩება “ლევსკი”. ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული ოთხივეჯერ “ლუდოგორეცი” გახდა და ახლა კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მათი იერარქიის დამხობას აკრძალული ხერხებით ცდილობენ.

“ჩვენ, ალბათ, დავტოვებთ ჩემპიონატს, თუ “ლევსკის” სასარგებლოდ ასეთი პრეცედენტები გაგრძელდება.
რატომ უნდა ვხარჯოთ ფული ისეთ გუნდებზე, რომელთაც არც უნარები აქვთ და არც კლასი, რომ ჩემპიონატი მოიგონ?” – ამბობს “ლუდოგორეცის” მფლობელი კირილ დომუსჩიევი.