საფეხბურთო სტატისტიკის პორტალმა Opta Sports-მა ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე მეკარეების შედეგები სტატისტიკურად შეაფასა და მშრალად ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო კიპერთა ხუთეული წარმოგვიდგინა.
“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კევინ ტრაპმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული 24 შეხვედრიდან კარი მშრალად 15 მატჩში შეინახა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იან ობლაკი, ხოლო მესამე მიუნხენის “ბაიერნის” კიპერი მანუელ ნოიერი გახლავთ.